USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
ლომბარდები დალომბარდებულ ნივთსა და მის მეპატრონეზე ინფორმაციას შსს-ს მიაწოდებენ
თარიღი:  1922

გირაოს სანაცვლოდ “სესხის გამცემ სუბიექტები” თითოეული ნივთისა და მისი ჩამბარებლის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომატურად წარუდგენენ. ამას მათ კანონი ავალდებულებს. შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ბრძანების მიხედვით, არსებულ ორგანიზაციებთან ერთად ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება ამ ბრძანების ძალაში შესვლის შემდგომ რეგისტრირებულ სესხის გამცემ სუბიექტებსაც აქვთ.

1 აპრილამდე ლომბარდები უნდა დარეგისტრირდნენ შსს-ს მიერ შექმნილ სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე, რითაც ისინი ამ ინფორმაციას შსს-ს ავტომატურად წარუდგენენ.

ცვლილება ლომბარდების სექტორში არალეგალური და მოპარული საქონლის ბრუნვის შემცირებას ისახავს მიზნად. სესხის გამცემი ობიექტებისთვის რეგულაციები 2019 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით დაწესდა: შემცირდა ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ჭერი, დადგინდა პიგრასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა და ა.შ. 

“სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებულია, სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში სამინისტროს მიერ შემუშავებული ელექტრონული სერვისის ინტეგრაცია განახორციელოს სამინისტროსთვის მიმართვიდან ორი თვის ვადაში. აღნიშნულ ვადაში სუბიექტის სპეციალური ელექტრონული პროგრამის სამინისტროს მონაცემთა ბაზასთან ქსელურ კავშირს ერთობლივად უზრუნველყოფენ სუბიექტი და სამინისტრო,” - ვკითხულობთ მინისტრის ბრძანებაში.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე 200-მდე სესხის გამცემი სუბიექტია დარეგისტრირებული. ლომბარდებს სპეციალურ ბაზასთან ინტეგრაციისთვის ერთთვიანი ვადა მიეცათ. სესხის გამცემი ორგანიზაციების ასოციაციაში აცხადებენ, რომ სექტორში ამჟამად პროგრამული უზრუნველყოფის პროცესი დაწყებულია. ასოციაციაში ჯერ უჭირთ რამდენად გამართული იქნება ეს ყველაფერი ტექნიკურად, თუმცა მათი განმარტებით, ასეთი ხარვეზი ჯერ არ ჩანს. მათი განმარტებით, ახალი რეგულაცია დამატებითი ხარჯი იქნება ლომბარდებისთვის, თუმცა ცვლილება დარგში საეჭვო გარიგებების მოცულობას შეამცირებს და სექტორს უფრო დაცულს და სტაბილურს გახდის, რადგან ლომბარდებში არაკეთილსინდისიერად მოპოვებული ქონება თუ ძვირფასეულობა პრაქტიკულად გამოირიცხება.

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის