USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
ლოიდ ოსტინი - ჩინეთთან ომი არც გარდაუვალია და არც ის, რისი თავიდან აცილებაც შეუძლებელია
თარიღი:  

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ჩინეთთან ომი არც გარდაუვალია და არც ის, რისი თავიდან აცილებაც შეუძლებელია, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაძაბულობის სწრაფი ესკალაციის მიუხედავად.

მისი თქმით, მას და მის ჩინელ კოლეგას შორის განახლებული დიალოგი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ "არასწორი გათვლების და გაუგებრობების" თავიდან აცილება მოხდეს.

„სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, შეგვიძლია გამოვავლინოთ ის საკითხები, რომლებიც პრობლემურია და გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავაყენეთ სამაგრები, რათა არ მოხდეს მცდარი აღქმა და არასწორი გათვლები. ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ, მაშინ შეგიძლია, თუ ლაპარაკობ“, - აღნიშნა ოსტინმა.

მისი თქმით, ვაშინგტონი გააგრძელებს იმის უზრუნველყოფას, რომ რეგიონში ერების უფლებების დაცული იყოს და მათ თავიანთ ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებზე წვდომა ჰქონდეთ.

”ჩემი აზრით, ჩინეთთან ომი არ არის გარდაუვალი, ან ის, რისი თავიდან აცილებაც არ შეიძლება. დიდი ძალაუფლების მქონე ქვეყნების ლიდერებმა უნდა გააგრძელონ ერთად მუშაობა, რათა შევამციროთ არასწორი გათვლები და გაუგებრობები. ყოველი საუბარი არ იქნება ბედნიერი დიალოგი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ერთმანეთთან საუბარი და მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ჩვენი მოკავშირეების და პარტნიორების მხარდაჭერა მათი ინტერესების გათვალისწინებით“, - აღნიშნა ლოიდმა.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის