USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
თბილისი
ლინდა ტრიპი- ქალი, რომელმაც ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის სკანდალი სააშკარაოზე გამოიტანა, გარდაიცვალა
თარიღი:  1899

როგორც ამერიკული გამოცემა New York Post იუწყება გარდაიცვალა თეთრი სახლის ადმინისტრაციისა და პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი ლინდა ტრიპი. ინფორმირებულ, ანდა კარგად ინფორმირებულ ადამიანებს ეს სახელი, შესაძლოა, არაფერს ეუბნეოდეს, თუმცა ამ ქალმა უკვე დაიკავა კუთვნილი ადგილი ამერიკის ისტორიაში, რადგან მის სახელს უკავშირდება ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პოლიტიკური სკანდალი ამერიკის 42-ე პრეზიდენტის ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის მონაწილეობით. კოლეგები თეთრი სახლიდან ლინდა ტრიპი და მონიკა ლევინსკი მეგობრობდნენ. სწორედ ლინდა ტრიპს გაანდო 25 წლის სტაჟიორმა პრეზიდენტთან თეთრ სახლში დაწყებული „სამსახურებრივი რომანი“.

მონიკას აღსარებებს სატელეფონო ხასიათი ჰქონდა, რითაც ისარგებლა ლინდა ტრიპმა და გააკეთა ინტიმური საუბრების ჩანაწერი, რომელიც შემდეგ გადასცა ცნობილ იურისტსა და ფედერალურ პროკურორს -კენეტ სტარს. რა გაგრძელება მოჰყვა ამ საქმეს და როგორ ბეწვზე გადაურჩა 42- ე პრეზიდენტი იმპიჩმენტს, ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ამ ისტორიაში საგულისხმო კიდევ ის ფაქტია, რომ კენეტ სტარმა, რომელმაც კინაღამ იმპიჩმენტამდე მიიყვანა ბილ კლინტონი, ყველაფერი გააკეთა, რომ დონალდ ტრამპს, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა როგორც ადვოკატი, იმპიჩმენტი არ დამუქრებოდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სექტემბრისათვის დაგეგმილია FX-ის რეიტინგული სერიალის- „ამერიკის კრიმინალური ისტორია“-ახალი სეზონის პრემიერა, რომელიც კლინტონის წინააღმდეგ აგორებულ ამ სკანდალს ეძღვნება და რომლის პროდიუსერიც თავად მონიკა ლევინსკია. ფილმში ლინდა ტრიპის როლს სარა პოლსონი ითამაშებს.

 

წყარო: New York Post

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის