USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
ლილოს“ ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება - იყო ხანძრის სხვა ფართობზე გავრცელების საფრთხეც
თარიღი:  919

მეხანძრე-მაშველებმა მოახდინეს ხანძრის ლიკვიდაცია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება, - ამის შესახებ თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა „ლილოს“ ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა, ხოლო რაც შეეხება ზარალს, ბაზრობის ტერიტორიის გარკვეული ნაწილია დამწვარი.

„მოგეხსენებათ ეს არის ბაზრობის ტერიტორია, ამიტომ აალებადი მასალა ძალიან ბევრია, რამაც დროში გააჭიანურა ხანძრის ქრობა. ხანძრის ქრობის პროცესი წარიმართა ნორმალურად. მეხანძრე-მაშველებმა მოახდინეს ხანძრის ლიკვიდაცია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება.

112-დან ინფორმაციის შემოსვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახდინეს რეაგირება და დროულად დაიწყებს ხანძრის ქრობა. ადგილზე მობილიზებული იყო 22 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა და 120-მდე მეხანძრე-მაშველი, რომლებიც ჩართულები იყვნენ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. რაც შეეხება დაზიანების ხარისხს, ბაზრობის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დამწვარია.

ხანძრის გადადების საფრთხე არსებობდა, რადგან ბაზრობის ტერიტორია ძალიან დიდია, აქედან გამომდინარე იყო საფრთხე იმისა, რომ ხანძარი გავრცელებულიყო სხვა ფართობზეც. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხდა ცეცხლის ლოკალიზება და შემდგომ ლიკვიდაცია.

აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის საბოლოო ქრობითი სამუშაოები, არის მხრჩოლავი კერები, სადაც შესულები არიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს დამუშავება“,- განაცხადა ლევან მუსელიანმა.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის