USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
თბილისი
ლევან რატიანი - ადამიანს, რომელიც კორონავირუსს გადაიტანს, ვაქცინაცია აღარ დასჭირდება
თარიღი:  685

თუ ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა და ეს სახადი დაავადება ვაქცინის შემოსვლამდე მოიხადა, როგორც ამბობენ ასეთ ადამიანს ვაქცინა არ სჭირდება, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

კორონავირუსი ტოვებს მყარ იმუნიტეტს. მრავალი დაავადება არსებობს: წითელა, წითურა, რომელიც ვერაგი იყო, მაგრამ კაცობრიობა მოერია.

ერთად დგომით, მოვლა-მზრუნველობით გადავრჩებით, იმედია ამის რესურსი ჩვენს ერს გააჩნია. ვიცი რომ ბევრი ნერვიულობს ამ ვირუსის შესახებ - ვაიმე თუ დაემართა რა უნდა ვქნა?! დღეს მედიცინაში ამ ვირუსის შესახებ ბევრი რამ ვისწავლეთ, თითქოს მთელმა მედიცინამ და ბიოლოგიურმა სამყარომ სხვა დაავადებები დაივიწყა და ყველა კორონავირუსსზე გადაერთო, მაგრამ ამ ეტაპზე ეს აქტუალურია, ახლა ყველას ძირითადი ამოცანაა - ეს ვირუსი დავამარცხოთ“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის