შეიარაღებული ძალების ყოფილი უფროსი, ირაკლი ოქრუაშვილის თანამებრძოლი, პოლკოვნიკ ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში მოძრაობა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას შესახებ წერს, რომ ელენე ხოშტარიას დამთავრებული აქვს „მგიმოს“ საერთაშორისო უსაფრთხოების ფაკულტეტი, რომელიც პირდპირ კაგებეს ნომენკლატურაა.
ელენე ხოშტარიაზე მინდა ორი სიტყვა ვთქვა. პირდაპირ დავიწყებ იმით, რომ ის არის რუსეთის ნომრიანი აგენტი. ისტორია ასეთია - მისი მამა იყო მჭიდრო კავშირში რუსულ სპეც სამსახურებთან, შემდეგ სწორედ მისი გადაწყვეტილებით, შვილი წაიყვანა მგიმოში, სადაც დაამთავრა ფაკულტეტი, საერთაშორისო უსაფრთხოების, რომელიც პირდაპირ კაგებეს ნომენკლტურაა. იქ ადამიანებს ბოლომდე ხდებიან სპეც სამსახურის არათუ მოკავშირეები, არამედ თანამშრომლები და იდეოლოგები. ამიტომ არ მიკვირს, რომ მისი პირიდან გავრცელდა პოზნერის ვიზიტის თაობაზე ინფორმაცია. ის ინფორმაციას იღებს პირდაპირ მოსკოვიდან. ელენე ხოშტარი არის რუსეთის აგენტი.
წყარო: https://www.facebook.com/
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.