USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
ლევან მამალაძე სალომე ზურაბიშვილს - გადადექით !!!
თარიღი:  1057

“სტრატეგიული დაგეგმარებისა და კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელი ლევან მამალაძე საქართველოს პრეზიდენს სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და განცხადებას ავრცელებს:

 “ქალბატონო სალომე, ნუ იწვალებთ თავს და ნურც საქართველოს ტანჯავთ!

მოგმართავთ თქვენ, საქართველოს პრეზიდენტს, გადადექით!
როცა პარლამენტარები „ნულად“ შეგაფასებენ, ვეტოაყრილ მდგომარეობაში ჩადგები, პატივმოყვარე ადამიანი და მით უფრო პრეზიდენტი გადადგება და ახალი არჩევნების ჩატარების პროცედურას დაიწყებს!
4 წელია რაც პრეზიდენტი ხართ და ძნელია თქვა თუ რა სარგებლობა მოუტანეთ ქვეყანას. კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქციები დან ჯეროვნად რომელი შეასრულეთ?!
– როგორც სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობის და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, რა გააკეთეთ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ან აგრესორთან მოლაპარაკების წარმართვისათვის?! რა წინადადება მოამზადეთ მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების ხელშესაწყობად, მცოცავი ბორდერიზაციის შესაჩერებლად , აფხაზებთან და ოსებთან შერიგების პროცესის დასაწყებად?! რატომ ვერ პასუხობთ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის და მის წარმომადგენლებს, რომელნიც არ წყვეტენ საქართველოს მიმართ აგრესიულ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რევოლუციითა და არეულობით იმუქრებიან !
– როგორც თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, რითი დაეხმარეთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ამ რთულ და სახიფათო ვითარებაში?! რატომ ვერ გაუკეთეთ ორგანიზება თავდაცვის საბჭოს საქმიანობას და ვერ დასახეთ სტრატეგიული გეგმა საქართველოს გაძლიერებისათვის?! რატომა არ შეაღეთ ყველა კარები ნატო-სა და აშშ-ში, რომ მიეწოდოს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო და სხვა საშუალებები, რაც ჩვენი პატარა ტერიტორიის რუსეთის მოსალოდნელი აგრესიისგან დასაცავად არის საჭირო?! რით ვერ განაწყვეთ საფრანგეთი და გერმანია საქართველოს სასარგებლოდ, რომელნიც რუსეთის კარნახით ყოველთვის ბლოკავენ საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას!
– რა გააკეთეთ როგორც საქართველოს უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებში?! რატომ არ შეადგინეთ საქართველოს მთავრობასთან ერთიანი სამოქმედო გეგმა, ევრო კავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. რატომ არ იცავთ საქართველოს სუვერენულ ინტერესებს საგარეო ურთიერთობებში და მხოლოდ ევროპის ზოგიერთი ლიდერის პოზიციას აჟღერებთ! რომელი ქვეყნის ელჩს ან წარმომადგენელს უპასუხეთ, საქართველოს დამცირებისთი და ვერ განუმარტეთ მათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები? ან რატომ არ გაეცით პასუხი ანგაჟირებულ ევროპარლამენტარებს და უკრაინელ „მოღვაწეებს“, რომელნიც საქართველოს ომში ჩართვისთვის იბრძვიან და პოლიტიკური შეკვეთით ჩვენს ქვეყანაზე და მოქალაქებზე სანქციების დაწესებას ლობირებენ?! რამდენჯერ უშედეგოდ შეხვდით ევროკავშირის პრეზიდენტ შარლ მიშელს, რისთვის იყო ეს შეხვედრები, როცა ევროკავშირის მოთხოვნათა შესრულებით წარჩინებული საქართველო უკრაინის და მოლდოვას უკან დააყენეს. აქამდე როგორ ვერ აუხსენით თქვენს პრეზიდენტს, საფრანგეთის მეთაურს ემანუილ მარკონს, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა , ეს ევროკაშირის წევრობის კანდიდატის მიღებაზე უარის მიზეზი რომ არ გამხდარიყო?!
ან რტომ აქციეთ თქვენი უფლებამოსილების გამოყენება, პოლიტიკური ინტრიგებისა და დაპირისპირების საშუალებად?! მათ შორის შეწყალების უფლებაც, ხომ უსამართლობის, პოლიტიკური გარიგების და უფლებათა შელახვის საგნად აქციეთ!
თქვენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, საზოგადოების გაერთიანების ნაცვლად დაპირისპირება გააღვივეთ! მათ ვისაც სისხლიან მოძალადეებად მოიხსენიებდით , ისინი ვინც თქვენგან კომიკურ პერსონაჟს ქმნიდნენ, დღეს მომხრეებად გახადეთ! საზოგადოება ამიტომ გახსენებს თქვენ , თუ ვისი მხარდაჭერით გაიმარჯვეთ არჩევნებში!
გასაგებია პროტოკოლი, მანერები და წვეულებები, ასევე არაფერია ცუდი იმაში, რომ პრეზიდენტმა თავისი დრო საქართველოს ტურისტული მარშრუტების გაცნობას და ღვინის ნაწარმის დაგემოვნებას დაუთმოს, მაგრამ გამოწვევების გარემოცვაში მყოფ საქართველოს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ პრეზიდენტის ესოდენ მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, ძირითადად ამგვარი საქმიანობით იყოს დატვირთული.
ადამიანის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ დაშვებული შეცდომები სხვას გადააბრალოს და თავი მართლად წარმოაჩინოს. ამ განცდით , თქვენ შეიძლება ყველაფერი მთავრობას გადააბრალოთ, ან მას ვინც საქართვლოს პრეზიდენტად ყოფნის უნიკალური საშუალება მოგცათ. მათ მიმართაც უამრავი კითხვა აქვს საზოგადოებას, მაგრამ გამართლების ძიების გარეშე , თქვენ თავს კითხეთ , რა არ გააკეთე და რატომ დააკელით ამდენი საქართველოს?! ვიზე მუშაობთ ქალბატონო პრეზიდენტო?!
გულსატკენია, როცა საქართველოსთვის პირველი ქალი პრეზიდენტი, როგორც ბევრი აღნიშნავს, „განულებისკენ“ მიისწრაფის, რასაც „ვეტოაყრილ“ მდგომარეობაში ყოფნა და „ჭკუის მასწავლებელ“ ელჩებთან ჩახუტება უწყობს ხელს! პრეზიდენტის ინსტიტუტი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ სიმბოლოს წარმოდგენს და ეს ბოლომდე რომ არ გაუფასურდეს, თქვენი გადადგომა ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება!
თქვენი გადადგომით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევა გამარტივებული წესით პირველად ჩატარდება. ეს არ იქნება პირდაპირი საყოველთაო არჩევნები, საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის თანახმად, შედგება საარჩევნო კოლეგია 300 წევრის შემადგენლობით, რომელიც აირჩევს ახალ პრეზიდენტს. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ახალ არჩევნებში და შედეგებით დარწმუნდეთ რამდენად ლეგიტიმურია ზემოთ დასმული კითხვები!
საქართველოს კი ისეთი პრეზიდენტი სჭირდება , რომელიც უცილობლად დაიცავს ქვეყნის სუვერენიტეტს, დაიწყებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესს, რეალურად გააერთიანებს და შეარიგებს ქართველ ხალხს, დაარწმუნებს საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს საჭიროებაში, დააბალანსებს ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მოწინააღმდეგეებთან, ქვეყანას შეუქმნის უსაფრთხოების დამატებით საშუალებებს, ევრო კავშირისა და ნატო-სთვის აუცილებელს გახდის საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცებას, მთლიანობაში გააძლიერებს საქართველოს სახელმწიფოს და აამაღლებს მის სტატუსს!
პატივისცემით
სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი
ლევან მამალაძე
P.S ქალბატონო სალომე არაფერი პირადი, მხოლოდ სახელმწიფო ინტერესები!”
საზოგადოება
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.