USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
თბილისი
ლევან იოსელიანი: ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი და სახელმწიფოებრივი ამოცანები განსხვავებული ადამიანების და პოლიტიკური შეხედულებების გარეშე არ და ვერ მიიღწევა
თარიღი:  483

დღეს ქვეყანაში რომელიც არის დამოუკიდებელი, აქვს თავისი კონსტიტუცია და საერთაშორისო მხარდაჭერა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი და სახელმწიფოებრივი ამოცანები განსხვავებული ადამიანების და პოლიტიკური შეხედულებების გარეშე არ და ვერ მიიღწევა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანმა საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო მოკავშირეების თანადგომის მიუხედავად, არ გვაქვს ეროვნული თანხმობა ფუნდამენტურ საკითხებზე, რისი ნათელი მაგალითიცაა ის ფლიგელი პარლამენტში, რომელიც ოპოზიციისაგან დაცლილია.

„100 წლის წინ, 1921 წლის 1 -ელ თებერვალს ძალიან დიდი ჩოჩქოლი და ვნებათა ღელვა მიმდინარეობდა. მეორე დღეს, ორი პოლიტიკოსი - ბენია ჩხიკვიშვილი და შალვა ნუცუბიძე ისე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ მუშტი-კრივამდე მივიდა საქმე და იარაღისკენაც გაიწიეს. მაშინაც არ იყო უცხო პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირება, ის იყო უკიდურესად მწვავე დაპირისპირება და არ არსებობდა საკითხი, რაზეც ერთმანეთს ეთანხმებოდნენ, მაგრამ ამ დღიდან 20 დღის თავზე ისინი ერთად უკრავდნენ ტაშს საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც 1921 წლის 21 თებერვალს ერთხმად მიიღეს. სამწუხაროდ, მაშინ ვერ შევძელით ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება, იმიტომ, რომ არ გვქონდა საერთაშორისო მხარდაჭერა. დღეს გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია და გვყავს ისეთი მოკავშირეები, როგორიც არის ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ არ გვაქვს ეროვნული თანხმობა ფუნდამენტურ საკითხებზე, რისი ნათელი მაგალითიცაა ის ფლიგელი პარლამენტში, რომელიც ოპოზიციისაგან დაცლილია.

100 წლის წინ ჩვენ გვეყო ინტელექტუალური რესურსი, პოლიტიკური გამბედაობა და ეროვნული ენერგია იმისათვის, რომ მიგვეღო ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუცია, რომელიც ამკვიდრებდა საპარლამენტო მმართველობას და შემოჰქონდა სიკვდილით დასჯის გაუქმება, ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი, უზრუნველყოფდა თანაბრობის პრინციპს ქალსა და მამაკაცს შორის. ეს ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა, ეს კონსტიტუცია შექმნეს ადამიანებმა, რომლებიც იყვნენ დიდი სახელმწიფო მოღვაწეები, ეს არის განსხვავება 100 წლის წინანდელ საქართველოს და დღევანდელ საქართველოს შორის, სწორედ სახელმწიფო მოღვაწეები იყვნენ მაშინ პოლიტიკაში და ქმნიდნენ პოლიტიკურ აზრს. დღეს სამწუხაროდ, სახელმწიფო მოღვაწეებისაგან პოლიტიკა დაცლილია და თუ ყველაზე საპატიო საქმედ 100 წლის წინ პოლიტიკოსობა ითვლებოდა, 100 წლის თავზე პოლიტიკოსობა ბინძურ საქმედ ითვლება და ამას აქვს თავისი ძალიან სამართლიანი მიზეზი. დღეს ქვეყანაში, რომელიც არის დამოუკიდებელი, აქვს თავისი კონსტიტუცია და საერთაშორისო მხარდაჭერა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი და სახელმწიფოებრივი ამოცანები განსხვავებული ადამიანების და პოლიტიკური შეხედულებების გარეშე არ და ვერ მიიღწევა“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის