USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
ლევან დავითაშვილი: „შუა დერეფნის“ განვითარების, გაციფროვნების და უფრო მდგრად ოპერაციულ სისტემად გარდაქმნის პროცესში საქართველოს ძალიან დიდი როლი აქვს
თარიღი:  637

საქართველო ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი და უმნიშვნელოვანესი მაკავშირებელია ზოგადად აღმოსავლეთ - დასავლეთის, ამ შემთხვევაში ევროპისა და აზიის კავშირის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია „შუა დერეფნის“ ქვეყნებთან ერთად მაღალ დონეზე კოორდინაცია, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა დღეს აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ მინისტერიალში „მდგრადი და ციფრული განვითარება შუა დერეფანსა და მის გარეთ“ მიიღო მონაწილეობა, სადაც ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო.

მინისტერიალი გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის (COP29) ფარგლებში გაიმართა. მრგვალი მაგიდის ფორმატში „შუა დერეფნის“ მარშრუტის მონაწილე და ევროკავშირის ქვეყნების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კლიმატზე ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროს ზემოქმედების, ასევე „შუა დერეფნის“ განვითარების პერსპექტივებზე, მისი გაციფროვნების და უფრო მდგრად ოპერაციულ სისტემად გარდაქმნის საკითხებზე იმსჯელეს. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ამ პროცესში საქართველოს მონაწილეობას ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი როლი აქვს.

„ჩვენ გვქონდა საინტერესო დისკუსია ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანის, რუმინეთის, თურქეთის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებიც „შუა დერეფნის“ განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ასევე ვისაუბრეთ „შუა დერეფნის“ შემდგომი განვითარების ხუთწლიან გეგმაზე. ვისაუბრეთ იმ მიღწევებზე, რომელიც ბოლო პერიოდში „შუა დერეფნის“ კუთხით ჩვენ ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროში გვაქვს, იმ ზრდაზე, რომელიც 2022 და დამატებით 2023 წლებში განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო. ასევე იმ მნიშვნელოვან რეფორმებსა და პროექტებზე, რომლებიც საქართველოში ხორციელდება და „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

ლევან დავითაშვილი ინფორმაციით, მან მინისტერიალზე გამოსვლისას აქცენტი გააკეთა საქართველოში მიმდინარე ისეთ მნიშვნელოვან სარკინიგზო პროექტებზე, როგორიცაა არსებული რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზის პროექტი, რომელიც დასასრულ ეტაპზეა. მისი განცხადებით, ასევე საუბარი შეეხო აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალსა და გაციფროვნების ოპერაციებს, მათ შორის ყურადღება გამახვილდა ისეთ ინიციატივებზე, რომლებიც უფრო მდგრადი და კლიმატ-გონივრული იქნება.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის