USD 2.7334
EUR 3.0969
RUB 3.4746
თბილისი
ლევან დავითაშვილი ანაკლიის პორტის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
თარიღი:  323

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენთვის არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და სამინისტროში, სხვათა შორის, საკმაოდ დიდი დროის ნაწილი ეთმობა ამ პროექტის წარმატებით განხორციელებას, ამიტომ ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ ამ პროექტს ისე, რომ მაქსიმალური პასუხისმგებლობით ჩვენ მივიღოთ ისეთი განვითარება, რომელიც საქართველოს ინტერესებს მაქსიმალურად პასუხობს, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა “დღის ქრონიკაში“.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რომელიმე კონკრეტულ პროექტზე ის პროექტი არის დიდი სურათის ნაწილი. ამ შემთხვევაშიც ასეა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ზოგადად შუა დერეფნისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია და საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ფლაგმანი პროექტია. ყველა სხვა ჩვენი ინვესტიცია, რომელიც ზოგადად ჩვენი შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული, სატრანსპორტო ლოგისტიკური მიმართულებით არის, ერთიანი სურათის ნაწილია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რკინიგზის მოდერნიზაციაზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე, როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა ლოგისტიკურ ცენტრზე, როდესაც ვსაუბრობთ პორტებზე - ეს ყველაფერი ერთი სურათის ნაწილია და, ბუნებრივია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენთვის არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და სამინისტროში სხვათა შორის, საკმაოდ დიდი დროის ნაწილი ეთმობა ამ პროექტის წარმატებით განხორციელებას, ამიტომ ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ ამ პროექტს ისე, რომ მაქსიმალური პასუხისმგებლობით ჩვენ მივიღოთ ისეთი განვითარება, რომელიც საქართველოს ინტერესებს მაქსიმალურად პასუხობს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, პირველ რიგში უნდა შეიქმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, ასევე ოპერირების მოდელი უნდა იყოს ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი გრძელვადიან პერსპექტივაში.

„სამშენებლო სამუშაოები დავიწყეთ ინტენსიურად სექტემბერში. ეს სამუშაოები მიმდინარეობს აქტიურად. ჩვენ გვყავს ბელგიური კომპანია, რომელიც ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოს ოთხეულიდან, რომელიც საზღვაო სამუშაოებს ასრულებს. სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პარალელურად ჩვენ ვსაუბრობთ პოტენციურ ინვესტორებთან. იცით, რომ პრეტენდენტ კომპანიას კონსორციუმში ჰყავს სხვადასხვა მონაწილე მხარე. ეს პროცესიც მიდის აქტიურად და ამ შემთხვევაში საუბარია კონსორციუმის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდაზე, დამატებით საინტერესო მოთამაშეების შემოსვლაზე, რაც პორტის შემდგომ ოპერირებას კიდევ უფრო გააძლიერებს. ხაზს ვუსვამ, რომ კონკურენტუნარიანობა უნდა გაიზარდოს ამით ისე, რომ ჩვენ მეტი ტვირთი მოვიზიდოთ, მეტი საინტერესო ტვირთი მოვიზიდოთ და ასევე მაქსიმალურად მაღალი კვალიფიკაციის და გამოცდილების პარტნიორები გვყავდეს ამ პროექტში. ასე რომ ეს პროცესი მიმდინარეობს საკმაოდ დინამიკურად“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ში მდებარე ავარიული კორპუსის დემონტაჟი დაიწყო
აღნიშნულ მისამართზე ცოტა ხნის წინ დასრულდა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა, რაშიც მოსახლეობასთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი.
 
ამ ეტაპზე, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ შეზღუდული რჩება როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. სადემონტაჟო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებისთანავე, მისამართზე სრულად აღდგება სატრანსპორტო მოძრაობა.
 
სამსართულიან ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში იატაკი 4 მაისს ჩაინგრა.
 
შემთხვევის შედეგად დაზარალებული 34 ოჯახი რაიონის გამგეობამ მყისიერად გადაიყვანა სასტუმროში. მათი ბინის ქირის კომპენსაციასაც გამგეობა უზრუნველყოფს.
 
მოსახლეობასთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, მისამართზე იგეგმება ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება, რომელიც, ასევე, მიმდებარე N4 და N6 კორპუსებსაც შეეხება.
შემთხვევის ადგილი ლითონის ღობითაა შემოსაზღვრული.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.