USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ლევან ბოძაშვილი - მერაბიშვილი კანონგარეშე რევოლუციური სცენარს აანონსებს
თარიღი:  1162

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი ეხმაურება ვანო მერაბიშვილის განცხადებას ხელისუფლების დამხობის შესახებ და აცხადებს, რომ შსს-ს ყოფილი მინისტრი კანონგარეშე რევოლუციური სცენარს აანონსებს.

მისივე თქმით, მერაბიშვილის განცხადებები რადიკალური ოპოზიციის სცენარში ჯდება და სავარაუდოდ იმ "მეგობრებთან" მოილაპარაკებს, რომლებიც რევოლუციური სცენარის მომხრეები არიან, არ სურთ კომპრომისი და სხვა გზას ხელისუფლების შეცვლისას აპრიორი გამორიცხავენ.

ამასთან ლევან ბოძაშვილი აცხადებს, რომ არსებული სიტუაციიდან გამოსასვლელად საჭიროა, საზოგადოებამ  პოლიტიკაში გზა გაუხსნას ახალ სახეებს და ახალ მიდგომებს

"ვფიქრობ, რომ დროა, ქვეყანამ საკუთარ თავში გამონახოს არა მხოლოდ სურვილი, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილში სახეზეა, არამედ ძალაც, რომ თვისობრივი მენტალური ტრანსფორმაცია განიცადოს და ახალ სახეებს, ახლებურ მიდგომებს გზა გაუხსნას. ყველაფერი, რაც ხდება ქართულ პოლიტიკაში დეგრადაციული, დრომოჭმული, თანამედროვეობასთან შეუსაბამო და არაადექვატურია. თუ ეს არ მოხდა, ჩვენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან წელს დავკარგავთ პოლიტიკური ვაკხანალიით იძულებით ტკბობაში და უამრავი საქმე, რომელიც ნამდვილი სახელმწიფოს შექმნისათვის აუცილებელია, კვლავაც გვერდზე დაგვრჩება. ეს არის გზა არსაით, გზა წარსულში, გზა დეგრადაციისკენ და პოლიტიკურ მონოპოლიისკენ.

„ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ საკუთარი არაპოპულარული სახეების მუდმივი როტაციით აზარალებენ სახელმწიფოს. ეს ნიშნავს, რომ მათ ამ მონოპოლიზებული, არათავისუფალი პოლიტიკური ცხოვრების შეცვლა არ სურთ. ქვეყანას სჭირდება ინოვაციები, განვითარება, პერსპექტივისა და იმედის გაჩენა და არა ერთ წრეზე სიარული ერთი და იმავე სახეებით. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეების დროა, მუდმივი შეხვედრები წარსულთან, ერთი და იმავე ხალხის პერმამენტული ტრიალი პოლიტიკურ არენაზე არაფერს კარგს არ მოუტანს ქვეყანას,”- ამბობს ლევან ბოძაშვილი.

 

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის