Wiv Global-ის პარტნიორის და წარმომადგენელის საქართველოში, ევროკავშირის ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის პროგრამის მკვლევარის ლევან ბოძაშვილის განცხადებით შექმნილ მდგომარეობაში ერთ-ერთი ეფექტური გამოსავალი ინფლაციასთან გასამკლავებლად არის ე.წ. სტაბილური ქოინების გამოშვება.
სტაბილური ქოინი არის კრიპტოვალუტა, რომელიც მიბმულია მყარ ქონებასთან (ოქრო, დოლარი) და რომელიც არ არის ისეთი არასტაბილური როგორც ბიტკოინი ან სხვა კრიპტოვალუტები.
სტაბილური ქოინები განსაკუთრებით კარგია მუდმივი გადახდების სისტემებისთვის, როგორიც არის ენერგო რესურები, გადარიცხვები და ა.შ. ბუნებრივია, რომ ლარის დევალვაცია გამოიწვევს ფასის ზრდას დენსა და გაზზე. ამ "შინაპატიმრობის" საყოველთაო პერიოდში ვერავინ გაჩერდება სახლში უდენოდ და უინტერენეტოდ. ასეც, რომ არ იყოს, ნორმალურ ვითარებაშიც კი, სტაბილური ქოინებით გაზისა და დენის გადახდები, როდესაც ის მიბმულია დოლარზე, იქნება გაცილებით მარტივი და სტაბილური, რაც მთავარია პროგნოზირებადი. მაგალითად, ჩვენ WiV Tenchonologies-ში ვიყენებთ DAI სტაბილურ ქოინს, რომელიც დოლარზეა მიბმული და ღირს მუდმივად ერთი და იგივე ფასი, კურსი $1 - 1.02 DAI. ღვინის მყიდველი იხდის კოინით და გამყიდველს ანგარიშზე უჯდება დოლარი.
ვფიქრობ, სახელმწიფო დროულად უნდა დაფიქრდეს ასეთი ტოკენის გამოშვებაზე და იმ ინდუსტრიებში (ძირითადად ენერგო რესურსები) სადაც ეს შესაძლებელია ტექნიკურად, მოხდეს გადახდების დანერგვა ასეთნაირად. ეს საკმაოდ შეამცირებს ზეწოლას სებ-ის რეზერვებზე და მოქალაქეთა ჯიბესაც გაუფრთხილდება.
ევროკავშირის ფინანსური კომისრის, ვალდის დომბროვსკისის განცხადებით: "სტაბილური კოინების ინოვაციას შეუძლია დადებითი როლი შეასრულოს ინვესტორების, მომხმარებლებისა და ფინანსური სისტემის სტაბილურობაში". 05.12.2019.
საფრანგეთს, გერმანიასა და მალტას მსგავსი კანონმდებლობა მიღებული აქვთ.