USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
ლეო XIV - უნდა ვეცადოთ ვეძიოთ, თუ როგორ ვიყოთ ეკლესია, რომელიც ხიდებს აშენებს, დიალოგებს ამყარებს - ერთად ვილოცოთ მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში
дата:  955

უნდა ვეცადოთ ვეძიოთ, თუ როგორ ვიყოთ ეკლესია, რომელიც ხიდებს აშენებს, დიალოგებს ამყარებს - ერთად ვილოცოთ მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ რომის ახალმა პაპმა ლეო მეთოთხმეტემ წმინდა პეტრეს მოედანზე თავის პირველ მიმართვაში განაცხადა.

მიმართვაში პაპმა ხაზი გაუსვა ეკლესიის მისიონერულ როლს და ქველმოქმედებას.

“ერთად, უნდა ვეცადოთ ვეძიოთ, თუ როგორ ვიყოთ მისიონერული ეკლესია, ეკლესია, რომელიც ხიდებს აშენებს… დიალოგებს ამყარებს, რომლებიც ყოველთვის ღიაა ამ მოედანზე ხელგაშლილი ხელებით მიგიღოს - რათა შესაძლებლობა ჰქონდეს ყველა მიიღოს, ვინც ჩვენს ქველმოქმედებას, ჩვენს მონაწილეობას, დიალოგსა და სიყვარულს საჭიროებს…

ასე რომ, თქვენთან ერთად ლოცვა მსურს. ერთად ვილოცოთ ამ ახალი მისიისთვის, მთლიანად ეკლესიისთვის. და მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში”, - განაცხადა ლეო XIV.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати