USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
ლეგიონის რუბრიკა "ალესილი ხმლები" - ეპიზოდი N1 ოზურგეთის დაცვა
თარიღი:  

ალესილი ხმლები. ეპიზოდი N1. ოზურგეთის დაცვა 7-8.04.1918 წ.

7 აპრილს, დღის 3 საათზე ოსმალეთის ჯარი დაიძრა ოჩხამურიდან ოზურგეთისკენ მიმავალი ტრასის გაყოლებაზე. კოლონაში რამდენიმე ქვემეხი და დიდი რაოდენობით ტყვიამფრქვევები შედიოდა. ლიხაურში განლაგებულმა ქართული კორპუსის მე-4 პოლკის ბატალიონის ჯარისკაცებმა უბრძოლველად მიატოვეს პოზიციები და ჰაერში უწესრიგო სროლით პანიკა შექმნეს ქ. ოზურგეთში, რამაც იქ განთავსებული ახლად ფორმირებადი ბატალიონის, ადმინისტრაციის, შტაბის არევა და ჩოხატაურისკენ უკანდახევა გამოიწვია. ეს პოლკი ბათუმიდანაც გამოიქცა და დისციპლინა მოშლილი ჰქონდა.

ჩოლოქის ფრონტის მარცხენა ფრთა მთლიანად მოიშალა და გენერალი მაზნიაშვილი წერდა: „ოსმალებმა უბრძოლველად დაიჭირეს მიტოვებული ქალაქი .. მარცხენაზე სირცხვილი და თავზე ლაფის დასხმაა“.

გაზეთ „ერთობის“ ადგილობრივი კორესპოდენტი ივაკი გიორგაძე თავად შეესწრო ოზურგეთის დაცვის თავგანწირულ მცდელობას.

საღამოს ოზურგეთიდან დასახმარებლად დაუძახეს ბახვის მიდამოებში განლაგებულ რაზმს. საღამოს 10 საათზე მოხალისე მებრძოლები შტაბში ინახულა მე-4 პოლკის მეთაურმა პოლკოვნიკმა სვიმონ წერეთელმა და გააგზავნა ოფიცერ ინწკირველთან, რომლის დანაყოფი მდინარე ბჟუჟის აღმოსავლეთ ფრთაზე იდგა. ინწკირველთან შეხვედრას ასე აღწერს კორესპოდენტი: „სახეზე დაღვრემილობა ეტყობოდა, მან ნაღვლიანი კილოთი გვითხრა: საქმე წაგებულია, ჩვენი ჯარი უკვე მოიხსნა და თქვენ რას გახდებით, გირჩევთ ისევ უკან გაბრუნდეთო და წამოგვიყვანა“.

გარკვეული მანძილის გამოვლის შემდეგ მებრძოლებმა ოფიცერი შეაჩერეს და სთხოვეს დაცვის ორგანიზება მდინარის ნაპირზე. „აფიცერმა უარი ვერ სთქვა. მან განაცხადა: „თქვენ თუ კი რამეს შესძლებთ, მეც უკანასკნელ წუთამდე თქვენთან ვიქნებიო“. დაუძახა ოფიცერ ილია დოლიძეს, რაზმი ორად გაყო და დაიკავეს პოზიციები ქალაქის სამხრეთით ბჟუჟის ნაპირზე. ოზურგეთის დამცველებს არტილერია და ტყვიამფრქვევები არ ჰქონდათ.

შეტაკება დაიწყო გამთენიისას როცა მტერმა მდინარის გადალახვა დაიწყო. მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, რიცხობრივმა და საცეცხლე უპირატესობამ თავისი გაიტანა და დილის 8 საათზე მტერმა მდინარე გადმოლახა. რაზმმა ბრძოლით დაიხია სოფელ მელექედურის მიმართულებით. ქვედა მხარეს, უბან მოიდანახეში ბრძოლა გაჩაღდა. გიორგაძისთვის უცნობი რაზმი არ აძლევდა მტერს ნატანების ხიდისკენ გაჭრის საშუალებას. რამდენიმე საათში სროლა შენელდა და შეწყდა. მტერმა ოზურგეთი დროებით დაიკავა.

ჩვენს რუბრიკაში „ალესილი ხმლები“, პერიოდულად შემოგთავაზებთ სამხედრო ისტორიის უცნობ ისტორიებს, გაგაცნობთ დავიწყებულ პატრიოტებს და მებრძოლებს.

წყარო: გენ. მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი

თბილისი
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის