USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
ლატვიელი, ესტონელი, პოლონელი, ჩეხი, გერმანელი, ბრიტანელი და ამერიკელი კანონმდებლები საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებენ
თარიღი:  767

აქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის თავისუფალი წევრის ადგილი ეჭვს არ იწვევს, მაგრამ საფრთხის ქვეშ დგას თავისუფლებაზე ძალადობისა და თავდასხმების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, ჩეხეთის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერი, პოლონეთის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარეკ კუჩინსკი, ლატვიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდს კოლსი, ამერიკელი სენატორი რობერტ მენენდესი, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიკჰელსონი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნორბერტ როტგენი, გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ტომ ტუგენჰატი.

„საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე განხორციელებულმა თავდასხმამ მისი თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების მიზნით, საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების სიმყიფე გამოავლინა.

ძალადობა შეუთავსებელია საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მისწრაფებებთან და ეწინააღმდეგება მთავრობასა და ოპოზიციას შორის, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ელჩების ფასილიტატორობით მიღწეულ 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებას,”- აღნიშნულია განცხადებაში.

კანონმდებლები ქართველ ხალხს ერთიანობისა და საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებენ.

„მოვუწოდებთ ქართველებს, გაერთიანდნენ იმისთვის, რომ გამონახონ პოლიტიკური გამოსავალი იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც ჩვენ დავინახეთ ბოლო წლებში და არ მიმართონ სხვა ხალხის მიერ გამოყენებულ ტაქტიკას ქართველი ხალხის ინტერესების საზიანოდ.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული დესტაბილიზაციის გამომწვევი და ანტიდემოკრატიული ქმედებები ხაზს უსვამს ძალაუფლების მქონე ყველა ადამიანის პიროვნულ პასუხისმგებლობას გამოიჩინონ თავშეკავება.

საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის თავისუფალი წევრის ადგილი ეჭვს არ იწვევს, მაგრამ საფრთხის ქვეშ დგას თავისუფლებაზე ძალადობისა და თავდასხმების გამო“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის