USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
ლაშა ხუციშვილი: 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი იქნება
თარიღი:  720

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო პარამეტრებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტი უახლოეს პერიოდში გაიგზავნება პარლამენტში განსახილველად და დასამტკიცებლად.

„როგორც იცით, ბიუჯეტის მეორე წარდგენა უკვე შედგა პარლამენტში. მეორე წარდგენის დროს, მნიშვნელოვნად გაიზარდა 2024 წლის ბიუჯეტი და მთელი რიგი მიმართულებები. მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს ზრდას, როგორც სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული მიმართულებით. 2024 წელს იზრდება პენსიები და სოციალური გასაცემელები. ასევე, მნიშვნელოვანი ზრდა არის განათლების მიმართულებით და ჯამში, განათლების სექტორს 600 მლნ ლარამდე თანხა ემატება, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტების მიმართულებით. ასევე, დაახლოებით, 250 მლნ ლარი დამატებით იქნა გათვალისწინებული თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე. ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებაზე, ჯამში, წელს მიიმართება 6,7 მილიარდი ლარი. მნიშვნელოვანი ზრდები იყო სხვადასხვა ეკონომიკური პროგრამების განვითარების მიმართულებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრები უცვლელ დონეზე დარჩა.

„ეკონომიკური პარამეტრები პროგნოზირებულია საკმაოდ კონსერვატიულად. ეკონომიკური ზრდა - 5,2%-ის ოდენობით. ბიუჯეტის დეფიციტიც უცვლელია და შეადგენს 2,5%-ს, მთავრობის ვალის მაჩვენებელი, დაახლოებით, 38%-ის ფარგლებში იქნება. აღნიშნული პარამეტრებით მშპ-ის საპროგნოზო მაჩვენებელი მომავალ წელს 86 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 8 500 დოლარს აჭარბებს. ასევე, წარვადგენთ მომდევნო წლების პროგნოზებსაც და 2027 წლისთვის პროგნოზირებულია საქართველოს ეკონომიკური ზომა - 108 მილიარდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, არის დაახლოებით 11 ათას დოლარამდე, რაც მნიშვნელოვანი ზრდა არის ბოლო წლების განმავლობაში. რაც შეეხება უშუალოდ ხარჯვით ნაწილს - ხარჯვითი ნაწილი გაიზრდება, დაახლოებით, 165 მლნ ლარით, იმ ვარიანტთან შედარებით, რაც უკვე განხილული იყო მეორე წარდგენაზე. შედეგად, ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა იქნება 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა გადააჭარბებს 25 მილიარდ ლარს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან განაცხადა, აღნიშნული თანხის ძირითადი ნაწილი მიიმართება რეგიონებში.

„კერძოდ, ეს იქნება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ზრდა - დაახლოებით, 130 მლნ ლარი. ასევე, 15 მლნ ლარი არის გამოყოფილი გურიის სტიქიის დროს დაზარალებულებისათვის. აღნიშნულ სტიქიაზე ჩვენ 15 მლნ ლარი მიმდინარე წელს უკვე გამოვყავით, რაც არსებითად მოაგვარებს იმ პრობლემებს, რაც სტიქიამ მიაყენა ინფრასტრუქტურულ ნაწილში გურიის რეგიონს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის