10 ივლისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის ცვლილებამ 0.23 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7488 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.35 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9748 ლარი გახდა.
0.51 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5215 ლარი გახდა.
ლარი ლირასთან მიმართებითაც გამყარდა და თურქული ლირას კურსმა 8.35 თეთრი შეადგინა.
დღეს აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ოფიციალურად დატოვებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, აშშ-ის 2024-2025 წლებში ორგანიზაციაში შესატანი 260 მილიონი დოლარი ჯერჯერობით არ გადაუხდია.
აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, აშშ-მა ორგანიზაციის დატოვებამდე ყველა გადაუხდელი დავალიანება უნდა დაფაროს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ის მიერ ორგანიზაციის დატოვების საკითხს ჯანმოს აღმასრულებელი საბჭო თებერვალში განიხილავს.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი გასულ წელს, თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს მოაწერა.