USD 2.6932
EUR 3.1505
RUB 3.5713
თბილისი
ლაკბეს წყალსაცავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს - "მოცულობა 600 000 კუბით გაიზარდა"
თარიღი:  626
ლაკბეს წყალსაცავზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
 
სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ლაკბეს წყალსაცავზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულთან ერთად დაათვალიერა.
 
საქართველოს მელიორაცია გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 3,6 მლნ ლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს.
 
„საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია-მოდერნიზება ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ქვეყნის მასშტაბით ვახორციელებთ მასშტაბურ სამუშაოებს. ლაკბეს წყალსაცავზე მიმდინარე პროექტი წყალსაცავის უსაფრთხო ფუნქციონირებას უზრუნველყოფს; ამავდროულად, პროექტის ფარგლებში, წყალსაცავის მოცულობა დაახლოებით 600 ათასი კუბით გაიზარდა, რაც, განსაკუთრებით გვალვიან პერიოდში, ძალიან მნიშვნელოვანია წყალსაცავზე მიბმული მიწის ფართობების წყლით უზრუნველყოფისთვის. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მოვიზიდეთ უპრეცედენტო ოდენობის ინვესტიციები, დაახლოებით 300 მილიონ დოლარზე მეტი, 4 სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტისგან. აღნიშნული ინვესტიცია მოემსახურება ქვეყნაში ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტების განხორციელებას. მომავალ წელს სამუშაოები იქნება მზარდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ფერმერისთვის, როგორც მათი პროდუქტიულობის, ასევე, მოსავლის ხარისხის ზრდის კუთხით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
 
გელა სამხარაულმა კახეთის რეგიონში სამელიორაციო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ წელს, მიმდინარე ეტაპზე, დაახლოებით 37 მილიონი ლარის 14 პროექტი ხორციელდება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ბოლო პერიოდში მიმდინარე კლიმატური ცვლილებების გათვალისწინებით, წყლით უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია ხარისხიანი პროდუქტის მოყვანა.
 
ლაკბეს წყალსაცავზე ჩატარებული სამუშაოები მის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, რაც ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალურ არხში წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს; შედეგად, 2755 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი იქნება წყალუზრუნველყოფილი, რაც მოსავლიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
 
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

 

მსოფლიო
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის