USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«El Pais» (ესპანეთი): „უკრაინა ცდილობს 10 მილიონი გაქცეული და ლტოლვილი დაიბრუნოს“
თარიღი:  532

კიევი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მათ ტერიტორიაზე მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს და მოქალაქეებს სოციალური დახმარებები შეუმციროს, რათა ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ. ეს მოწოდება განსაკუთრებით ეხება მამაკაცებს, რომლებსაც უცხოეთში უკვე შეზღუდული აქვთ უკრაინის საკონსულოების მომსახურება, მათ ვიზების ვადა აღარ უგრძელდებათ, - ნათქვამია ესპანურ გაზეთ „ელ პაისის“ (El Pais) 25 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინა ცდილობს 10 მილიონი გაქცეული და ლტოლვილი დაიბრუნოს“ (ავტორი - გლორია როდრიგეს-პინა). მასში აღნიშნულია, რომ ამჟამად საზღვარგარეთ 6-დან 10 მილიონამდე უკრაინელი ცხოვრობს. კიევი დაინტერესებულია, რომ როგორმე მათი ნაწილი მაინც დაიბრუნოს: ქვეყანაში ისედაც დიდი „დემოგრაფიული ორმო“ იყო შექმნილი და ომმა ეს პრობლემა უფრო გაამწვავა.

ამას წინათ უკრაინის ხელისუფლებამ ახალი ცენტრალური უწყება - ეროვნული ერთიანობის სამინისტრო - შექმნა, რომლის ამოცანებს საზღვარგარეთ არსებული უკრაინულ საზოგადოებებთან კავშირის გაღრმავება და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა შეადგენს. ახალი სამინისტროს ხელმძღვანელად ალექსეი ჩერნიშოვი დიანიშნა. უწყებასთან ასევე იქმნება სააგენტო, რომელიც უკრაინელთა სამშობლოში დანრუნებაზე იზრუნებს.

„ელ პაისის“ მონაცემებით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი სამინისტროს ფუნქციები ერთ-ერთ პრიორიტეტულად შეაფასა ქვეყნის აღდგენის გეგმაში, რომელიც მან ვერხოვნა რადაში წარადგინა. ამასთან, კიევი ცდილობს, რომ არ დაიკარგოს კავშირები იმ მოქალაქეებთან, რომლებიც ქვეყნიდან წავიდნენ. გასულ კვირაში უკრაინის პარლამენტმა პირველი განხილვით მოიწონა კანონპროექტი ორმაგი მოქალაქეობის აღიარების თაობაზე.

უკრაინელ ლტოლვილებს საბაზო დახმარებები შეუმცირდებათ...

როგორც ადრე აღნიშნავდნენ რიგი ექსპერტები, გერმანია 2025 წლისათვის უკრაინელი ლტოლვილებისადმი დახმარების მოცულობის შემცირებას გეგმავს. სხვათა შორის, ამას წინათ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ბერლინში ვიზიტის დროს იმედი გამოხატა, რომ სოციალური დახმარების შემცირება ხელს შეუწყობს უკრაინელი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნებას.

„ჩვენ ეს საკითხი კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად განვიხილეთ და ვთქვით, რომ ორივე მხარე აბსოლუტურად ვართ დაინტერესებული უკან დავაბრუნოთ ყველა ის უკრაინელი, რომლებიც უცხოეთში ომის პირველ თვეებში გაიქცა. ჩვენ მხურვალედ მივესალმებით მათ სამშობლოში დაბრუნებას ახლაც და ომის დასრულების შემდეგაც“, - თქვა დენის შმიგალმა გერმანიის ტელევიზიით გამოსვლისას. მან აღნიშნა, რომ კიევმა უკვე განიხილა გერმანიის მთავრობასთან უკრაინელთა დაბრუნების ტექნიკური დეტალები.

...მაგრამ მათ სამშობლოში დაბრუნება მაინც არ სურთ

პროსამტავრობო პარტიის „ხალხის მსახურის“ დეპუტატის ევგენი კრავჩუკის თქმით, მინისტრი ალექსეი ჩერნიშოვი „თავისი სამუშაოს შესასრულებლად დიდ დროს საზღვარგარეთ გაატარებს: იგეგმება ოფისების და ფილიალების შექმნა იმ ქვეყნებში, სადაც განსაკუთრებით ბევრი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს, კერძოდ, გერმნიაში და პოლონეთში.

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ უკრაინელ ლტოლვილებს სამშობლოში დაბრუნების სურვილი მაინცდამაინც არ აქვთ - მათი რაოდენობა, ვისაც მშობლიური სტეპები და ტყეები ენატრება და უცხოეთში ვეღარ ძლებს, თანდათან მცირდება.

როგორც გაეროს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ირკვევა, სამშობლოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობა 2023 წელს 77% იყო, 2024 წელს კი 65%, ანუ 12%-ით შემცირდა. გერმანიაში ამჟამად დაახლოებით 1,18 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება.

წყარო: https://elpais.com/internacional/2024-12-24/ucrania-busca-el-retorno-de-hasta-10-millones-de-refugiados-y-emigrantes-huidos-por-la-guerra-de-rusia.html

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის