USD 2.5971
EUR 2.9090
RUB 3.2237
თბილისი
კვლევები, რომლებიც მოწევასა და ნიკოტინს COVID-19-სგან თავის დასაცავ საშუალებად წარმოაჩენენ, ყალბია
თარიღი:  828

კვლევები, რომლებიც მოწევასა და ნიკოტინს COVID-19-სგან თავის დასაცავ საშუალებად წარმოაჩენენ, ყალბია. ინფორმაციას „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ ავრცელებს.

გთავაზობთ ცენტრის მიერ მომზადებულ სტატიას.

“თამბაქოს მომხარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და, ამავდროულად, პრევენტირებადი პრობლემაა მსოფლიოში. თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად, დაახლოებით, 7 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის 6 მილიონი მწეველია, ხოლო დაახლოებით 1 მილიონი – არამწეველი. თამბაქოს მიზეზით ყოველ 6 წამში ერთი ადამიანი იღუპება და თამბაქოს მიზეზით გარდაცვლილთა 28% ბავშვია. თუ არსებული ტენდენცია გაგრძელდა, 2030 წლისთვის თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების წლიური რაოდენობა 8 მილიონს მიაღწევს; ყოველ 4 წამში დაიღუპება 1 ადამიანი. მნიშვნელოვნად გაიზრდება თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილიანობა საქართველოშიც. მსოფლიოში თამბაქოს უკავშირდება სიკვდილის შემთხვევების, დაახლოებით, 12%; საქართველოში კი სიტუაცია ამ მიმართულებით ბევრად უფრო ტრაგიკულია – ეს მაჩვენებელი 25%-ს აღწევს. თამბაქოს ინდუსტრია მაქსიმალურად იყენებს COVID-19-ის გამო შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას, რომ გაზარდოს საკუთარი ბრენდების წარმატება, აფინანსებენ კვლევებს და ცდილობენ, მოწევა და ნიკოტინი წარმოაჩინონ COVID-19-სგან თავის დასაცავ საშუალებად. 28 აპრილს Bath-ის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გაავრცელეს საფრანგეთში გამოქვეყნებული იმ ორი საკამათო კვლევის მიმოხილვა, რომლებმაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებსა და, ზოგადად, საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია. კვლევებით ირწმუნებოდნენ, რომ თითქოს მოწევამ ან ნიკოტინისშემცველმა პროდუქტებმა შეიძლება, შეამცირონ COVID-19-ის რისკი. კვლევის ფართოდ გავრცელებამ უბიძგა ადამიანებს, დაეწყოთ მოწევა, ეყიდათ ნიკოტინის პროდუქტები და ბოროტად გამოეყენებინათ ნიკოტინი. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებათა ბაზა სწრაფად იცვლება, წინამდებარე მიმოხილვა აღნიშნავს, რომ ამ კვლევების მიგნებები არათანმიმდევრულია და მწეველობასა და COVID-19-ს შორის კვლევით აღწერილი კავშირი სრულიად შეუსაბამოა უკვე არსებულ მტკიცებულებათა ვრცელ ჩამონათვალთან. იგი, ასევე, შეუსაბამოა ინფექციის წარმოშობისა და გავრცელების ფართოდ ცნობილ და აღიარებულ მექანიზმთან. გარდა ამისა, რაც მთავარია, მიმოხილვა აჩვენებს, რომ მეორე ნაშრომის მთავარ ავტორს, Jean-Pierre Changeux-ს ხანგრძლივი კავშირი აქვს თამბაქოს ინდუსტრიასთან. ყალბი მეთოდები, საეჭვო ანალიზები და თამბაქოს ინდუსტრიის კავშირები კვლევასთან ”ყოველდღიური აქტიური თამბაქოს მოწევის დაბალი სიხშირე სიმპტომურ COVID-19 პაციენტებში, დაკავშირებით სახეზეა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:

კვლევა, სავარაუდოდ, არასაკმარისად აფასებს მწეველობასა და COVID-19-ს შორის არსებულ კავშირს: o განხილული შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცავს ჯანდაცვის მუშაკებს, რომლებსაც აქვთ მწეველობის დაბალი მაჩვენებელი; o კვლევიდან გამოირიცხა ბევრი ყველაზე მწვავე შემთხვევა, მიუხედავად მტკიცებულებისა, რომელიც აკავშირებდა მოწევასა და ნეგატიურ შედეგებს. • კვლევა ჩატარდა საავადმყოფოში, სადაც შემთხვევების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ ჯანდაცვის მუშაკები. იმის გამო, რომ ჯანდაცვის მუშაკები უფრო მეტად სავარაუდოა, რომ დაინფიცირდნენ სამსახურში, შედეგებმა შეიძლება ცოტა რამ თქვან მწეველობასა და ინფიცირების რისკზე. • აღსანიშნავია, რომ კვლევაში მწეველი პაციენტების წილი მოსალოდნელზე დაბალი იყო, ყოფილი მწეველების მაჩვენებელი უფრო მაღალია. ავტორები ასევე გვერდს უვლიან იმ ფაქტს, რომ ბევრი ყოფილი მწეველი იმყოფება ნიკოტინჩანაცვლებით თერაპიაზე. ამის შეფასების გარეშე, შეუძლებელია, გააკეთო დასკვნა, აქვს თუ არა ნიკოტინს დამცავი ეფექტი. კვლევა „ნიკოტინის ჰიპოთეზა COVID-19–სთვის პროფილაქტიკური და თერაპიული შედეგებით, ეფუძნება ზემოთ ხსენებულ ყალბ კვლევას და მისი მიზანია ახალი ჰიპოთეზის შეთავაზება, თუ როგორ ხდება ინფიცირება და როგორ უნდა მოხდეს ნიკოტინით მკურნალობა. ორივე კვლევა შუსაბამოა როგორც მწეველობასა და COVID-19-ს შორის კავშირების შესახებ არსებულ მტკიცებულებებთან, ასევე – COVID-19-ით ინფიცირების აღიარებულ მექანიზმთან. მიუხედავად იმისა, რომ ავტორები არ აცხადებენ ფინანსური ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ, უნდა აღინიშნოს კვლევის წამყვანი ავტორის გრძელვადიანი ისტორიული კავშირების შესახებ თამბაქოს ინდუსტრიასთან. 1995-1998 წლებში Jean-Pierre Changeux-მა თამბაქოს კვლევის საბჭოსგან მიიღო გრანტები ბიუჯეტით 220.000 აშშ დოლარი. 90-იანი წლების ბოლოს იგი გახდა RJ Reynolds ფარმაცევტული შვილობილი კომპანია Targacept-ის თანამშრომელი და მრჩეველი, 2006/2007 წლებში იგი ხელმძღვანელობდა და გამოაქვეყნა Philip Morris International-ის მიერ დაფინანსებული კვლევები. „მნიშვნელოვანი სიყალბის შემცველმა მცირე კვლევებმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ადამიანების სიცოცხლეს“, – თქვა პროფესორმა, ანა გილმორმა, University of Bath-ის თამბაქოს კონტროლის კვლევის ჯგუფის დირექტორმა და STOP-ის პარტნიორმა.

ნუ შეიძენთ ნიკოტინის პროდუქტებს

კვლევებმა გამოიწვია შეცდომაში შემყვანი ინფორმაციების გაშუქება ფართო სპექტრის მედიასაშუალებებში სათაურებით: „მწეველები ოთხჯერ ნაკლებად განიცდიან covid-19-ით დაინფიცირების რისკს“, „გეხმარება თუ არა ნიკოტინი ახალი კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში“, რაც მიანიშნებს, რომ, თითქოს, მწეველობამ და ნიკოტინის მოხმარებამ შეიძლება, შეამციროს covid-19-ით ინფიცირების რისკი. შედეგად, მივიღეთ სახიფათო გაურკვევლობა. საფრანგეთის მთავრობამ გააკეთა სპეციალური განცხადება და შემდეგში ნიკოტინის შემცველი პროდუქტების რეალიზაციის შეზღუდვის განკარგულება, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ნიკოტინის შემცველი პროდუქტების პანიკური ყიდვა და არასწორი გამოყენება. ირანის თამბაქოს საწინააღმდეგო ასოციაციის განცხადების თანახმად, ეს ინფორმაცია ვირუსულად გავრცელდა ქვეყანაში, სადაც COVID-19-ისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელია. ორგანიზაცია იუწყება, რომ არამწეველი ადამიანები იწყებენ მოწევას იმ რწმენით, რომ დაიცვან თავი COVID-19-სგან. თამბაქოს ინდუსტრია კი, როგორც მწარმოებლები, ასევე საცალო მოვაჭრეები, ამ ფონზე ზრდიან ფასებს სიგარეტებსა და ნიკოტინის შემცველ სხვა პროდუქტებზე. „დღემდე არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მწეველებს აქვთ კორონავირუსის მძიმე გართულებებისა და ნეგატიური გამოსავლის მაღალი რისკი“, – განაცხადა ტომ ჰირდმა, University of Bath-ის მკვლევარმა და STOP-ის პარტნიორმა. „ამიტომ, ახლა მოწევისთვის თავის დანებების ჩვეულებრივზე გაცილებით მეტი მიზეზია.“ ყველა ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ახლა, როგორც არასდროს, უაღრესად მნიშვნელოვანია პოლიტიკის შემქმნელების ჩართულობა და თამბაქოს კონტროლის ზომების გამკაცრება, განსაკუთრებით კი, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში სადაც კონცენტრირებულია მწეველების 80%. • საქართველოში ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით და მათგან ყოველი მეხუთე პასიური მწეველია. • საქართველოში თამბაქოს მოხმარებასთან ასოცირებული მთლიანი ყოველწლიური ეკონომიკური ტვირთი დაახლოებით 825 მილიონ ლარს უტოლდება (მშპ 2.43%) • თამბაქოს კონტროლის ოთხი პრიორიტეტული ინტერვენციით, კერძოდ, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის (“FCTC“) ოთხი პრიორიტეტული მუხლის აღსრულებით (1. თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრა; 2. საჯარო სივრცეში მოწევის სრულად აკრძალვა; 3. თამბაქოს ნაწარმის რეკლამირების, პოპულარიზაციისა და სპონსორობის სრული აკრძალვა; 4. თამბაქოს პროდუქტის შეფუთვა და მარკირება) 15 წლის განმავლობაში საქართველო თავიდან აიცილებს 53 100 ადამიანის გარდაცვალებას და 2033 წლისათვის 3.6 მილიარდი ლარით შეამცირებს თამბაქოსთან ასოცირებულ მთლიან ეკონომიკურ ხარჯებს.

თამბაქოს მომხმარებლებში, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, მაღალია დაავადების მძიმე ფორმით განვითარების რისკი!!! ამ საკითხებს ეხმაურება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს თავმჯდომარის, დოქტორ ადრიანა ბლანკოს განცხადება 4 მაისის განცხადება, რომელიც საზოგადოებრის ინტერესებიდან გამომდინარე ქართულად ითარგმნა:

„თამბაქოს კონტროლი COVID-19-ის პანდემიის დროს: როგორ შეგვიძლია დახმარება დღეს ჩვენ ვირუსით გამოწვეული დამანგრეველი გლობალური პანდემიის წინაშე ვდგავართ, რომელიც, სულ რაღაც, ოთხ თვეში გავრცელდა და გახდა 3 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევისა და 240 000 სიკვდილის მიზეზი. COVID-19-ის პანდემიის გასკონტროლებლად, მისი ტრაგიკული შედეგების შესამცირებლად და სიცოცხლეების გადასარჩენად, კრიტიკულ და გადაუდებელ აუცილებლობას მოითხოვს გლობალური კოორდინაცია და ურყევი სოლიდარობა ქვეყნებს შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და სხვა, გაერთიანებული ერების ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, თემებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შორის. ჩვენ, ყველა ერთად ვართ ამ პროცესში და თუ ჩვენი ქმედებები ერთიანი იქნება, შევძლებთ ამ კრიზისთან გამკლავებას. პანდემიამ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჯანმრთელობა აქამდე არასდროს ყოფილა ასე ფუნდამენტური მნიშვნელობის განვითარების, ეკონომიკისა და ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტისთვის. სანამ მეცნიერები და ჯანმრთელობის პროფესინალები დაუღალავად მუშაობენ COVID-19-ის მედიკამენტებისა და ვაქცინების შექმნისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნო (WHO FCTC) გააძლიერებს ძალისხმევას, ხელი შეუწყოს კონვენციის მხარეებს, რომლებსაც სურთ იმუშაონ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ჩარჩო კონვენციის განხორციელებით, თავიანთი მოსახლეობისთვის უფრო ჯანმრთელი გარემოს შესაქმნელად. დავინახეთ, რომ COVID-19-ით სიკვდილის დონე უფრო მაღალია ადამიანებში, რომელთაც ჰქონდათ არაგადამდები დაავადებების, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა და ქრონიკული რესპირატორული დაავადებების, კიბოსა და დიაბეტის სამედიცინო ისტორია. და ვიცით, რომ თამბაქოს მოხმარება არის ამ დაავადებებთან დაკავშირებული მთავარი და საერთო რისკ-ფაქტორი. თამბაქოს მოხმარება ყოველწლიურად 8 მილიონზე მეტ ადამიანს კლავს გლობალურად და უარყოფითად აისახება უამრავი სხვა ადამიანის რესპირაციულ ჯანმრთელობაზე. თუმცა COVID-19-თან დაკავშირებული მეცნიერება ვითარდება, ჩვენს მიერ მოპოვებული შეზღუდული მტკიცებულებები გვიჩვენებს, რომ მოწევა აუარესებს COVID-19 პაციენტების მდგომარეობას. მიუხედავად იმისა, რომ მედიამ გამოაქვეყნა თამბაქოს მოხმარებასა და COVID-19-ით დაინფიცირებას შორის კვლევა, ეს კვლევები არ წარმოადგენს მყარ მტკიცებულებას. თამბაქოს ინდუსტრიას, როგორც ეს ნათქვამია ბევრ მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე, აქვს შეუქცევადი ინტერესთა კონფლიქტი საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის 5.3 მუხლი და მისი განხორციელების სახელმძღვანელო პრინციპები მხარეებს სთხოვს, დაიცვან საზოგადოებრივი ჯანმრთელობა თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებისაგან და მათგან, ვინც ამ ინტერესების გასატარებლად მუშაობს. თუმცა, ინდუსტრას აქვს მოტყუებისა და ჰუმანიტარული კრიზისების, სტიქიური უბედურებისა და სხვა მსგავსი კატასტროფული მოვლენების კაპიტალიზაციის კარგად დოკუმენტირებული ისტორია. დღეს თამბაქოს ინდუსტრია კიდევ ერთხელ სარგებლობს ჩვენი მხარეების დაუცველი სიტუაციით, სთავაზობს მათ ფულის დონაციის საშუალებით თავის „საქველმოქმედო დახმარებას“, პერსონალური დაცვის აღჭურვილობებს, ვენტილაციებს და სხვა რესუსებს, ინდუსტრიის უკეთესი შეხედულების და მათი რეპუტაციის გაძლიერებისთვის. მე მესმის ინტენსიური მორალური დილემა, რომელსაც მთავრობა განიცდის ამ არაჩვეულებრივად რთულ დროს: ერთი მხრივ, არსებობს გადაუდებელი საჭიროება და იმპერატიული ვალდებულება, გადაარჩინონ რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე. მეორე მხრივ, არსებობს დონორი, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის დაცვის წინააღმდეგ მუშაობის მკაფიო ისტორია, რომელიც გვთავაზობს განსაკუთრებით საჭირო რესურსებს, რომელთა მოსახლეობისთვის უზრუნველყოფის საშუალება ბევრ მთავრობას არ გააჩნია. პარადოქსი საოცარია – თამბაქოს ინდუსტრია გვთავაზობს დახმარებას და მთავრობის მხარდაჭერას პანდემიის დროს, არადა, განა ეს სწორედ ის ინდუსტრია არაა, რომელიც აწარმოებს და აგრესიულად ყიდის ნარკოტიკულ პროდუქტს, რომელიც კლავს მისი მომხმარებლების ნახევარს? განა ეს ის ინდუსტრია არაა, რომლის პროდუქტებიც იწვევს არაგადამდები დაავადებების განვითარებას, რომელიც, თავის მხრივ, აუარესებს COVID-19-ის პაციენტების მდგომარეობას? შეგვიძლია, მოველოდეთ თამბაქოს ინდუსტრიისგან, რომ მიყვებიან თავიანთი ჩვეულებრივი თამაშის გეგმას იმის მტკიცებით, რომ ისინი მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევენ მთავრობებს პანდემიის დროს, მაგრამ შემდეგ განახორციელებენ მათზე ზეწოლას ან ჩარევას იმავე ხელისუფლების თამბაქოს კონტროლის გაძლიერების ძალისხმევაში. ამ პანდემიის დროს, მსურს, შევახსენო ყველა მხარეს, რომ არასოდეს ყოფილა უფრო შესაფერისი დრო თქვენი მოქალაქეების მხარდასაჭერად, რათა მათ სცადონ, თავი დაანებონ თამბაქოს მოხმარებას. ჩვენ, ასევე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა დავიცვათ, თამბაქოს კონტროლის კუთხით მიღებული მიღწევები, ასეთ რთულ პერიოდშიც კი. მხარეთა დასახმარებლად ამ მიზნების შესრულებაში, კონვენციის სამდივნო მზად არის მხარი დაუჭიროს მათ, ვისაც სურს, განახორციელოს ან გააძლიეროს თამბაქოს კონტროლის რეგულაციები და შექმნას უფრო ჯანმრთელი გარემო მათი მოსახლეობისათვის.

ყველას გვახსოვდეს, რომ თამბაქოს კვამლისაგან თავისუფალი გარემო, თვალსაჩინო სამედიცინო გაფთხილებები თამბაქოს კოლოფებზე ან თუნდაც სადა შეფუთვა, თამბაქოს ყველა ფორმის რეკლამირების, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვა და ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანი – გადასახადების და ფასების ზრდა თამბაქოს პროდუქტებზე, არის ჩარჩო კონვენციის ფუნდამენტური ნაწილი. ეს განისაზღვრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, როგორც ძალიან ხარჯთეფექტური ზომები არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლისთვის და მათი განხორციელება შეიძლება, შეზღუდული რესურსების გარემოშიც კი. რესურსების შეზღუდვის საკითხთან მიმართებით, დადასტურდა, რომ თამბაქოს გადასახადების ზრდა ყველაზე ეფექტური ინდივიდუალური ღონისძიებაა თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად, მომავალი დაავადებების თავიდან ასაცილებლად და სიცოცხლეების გადასარჩენად. თამბაქოს დაბეგვრა, ასევე, ზრდის მთავრობებისთვის საჭირო შემოსავლებს, თავიდან არიდებს მათ მოსალოდნელ ჯანმრთელობის ხარჯებს და ამსუბუქებს ტვირთს ჯანდაცვის სისტემებზე. გამომდინარე აქედან, მჯერა, რომ ახლა საუკეთესო დროა, რათა ვიფიქროთ თამბაქოს გადასახადების გაზრდაზე, განსაკუთრებით რესურსების შეზღუდვებისა და თამბაქოს მოხმარების უარყოფითი ჯანმრთელობის შედეგების გათვალისწინებით. ამ რთულ პერიოდში კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო ჩემი მხარდაჭერა ჩვენი მხარეებისთვის და პირადი მადლობა გადავუხადო ყველას მსოფლიოში, ვინც საფრთხის წინაშე აყენებს საკუთარ სიცოცხლეს საზოგადოების ძირითადი საჭიროებების უზრუნველსაყოფად“.

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის