USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
კვლევა: გამოკითხულთა 45.5%, იზიარებს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა უპირობოდ უნდა მიიღონ
თარიღი:  523

გამოკითხულთა 45.5%, იზიარებს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა უპირობოდ უნდა მიიღონ - ამის შესახებ ISSA-ის საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის შედეგებშია ნათქვამი, რომელსაც სოციალურ ქსელში სოციალოგი იაგო კაჭკაჭიშვილი აქვეყნებს. 

იაგო კაჭკაჭიშვილი: საჯაროდ არაერთხელ განვაცხადე, რომ ISSA ატარებდა საზოგადოებრივი აზრის ახალ გამოკითხვას საქართველოს მოსახლეობაში, 2000 რესპონდენტზე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით (დონორი: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი).

საველე სამუშაოები დასრულდა ორი დღის წინ, 30 ივნისს.
პრეზენტაციამდე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გთავაზობთ გამოკითხვის ერთ-ერთ ყველაზე „ცხელ“ შედეგს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით.
საქართველოს მოსახლეობაში უფრო მეტია იმათი წილი (45.5%), ვინც იზიარებს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა უპირობოდ უნდა მიიღონ.
თუმცა, საქართველოს მოსახლეობაში შედიან თბილისელებიც, არათბილისელებიც, ქალაქელებიც და სოფლელებიც, ოპოზიციური და ქ/ოცნების ამომრჩევლებიც და ა.შ.
ამდენად, ჭრილებია საინტერესო.
დართულ დიაგრამაზე თავად ნახავთ დეტალურ მონაცემებს. თუმცა, მაინც ვიტყვი, რომ პროევროპული ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებში: ა) წამყვანია ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტოს იდეა (43.3%), ბ) ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას ვადამდელ საპარლამენეტი არჩევნებთან ერთად ემხრობა 26.2%, ხოლო გ) ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის უპირობო მონაწილეობას მხარს უჭერს 20.5%.
აქვე, საინტერესოა, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას, ყოველგვარი დათქმის გარეშე, გამორჩეულად უჭერენ მხარს ქ/ოცნების ამომრჩევლები (70.4%).
საზოგადოება
დღეს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის