USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობის მიზნით კულტურის სამინისტრო კონკურსს აცხადებს
თარიღი:  1767
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს - „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“. კონკურსი რამდენიმე ეტაპად გამოცხადდება წლის განმავლობაში და მისი სრული ბიუჯეტია 700 000 ლარი. პირველ ეტაპზე, კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს 300 000 ლარს. კონკურსის მიზანია თავისუფალი შემოქმედებითი და სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების, ახალი იდეების განხორციელების ხელშეწყობა და ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება.
კონკურსი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, ანიმაცია, ფოტოგრაფია, მედიახელოვნება, კინო, ლიტერატურა/მწერლობა, სახელოვნებო არაფორმალური განათლება.
ინფორმაციისთვის: კონკურსს სამინისტრო 2021 წლიდან აცხადებს. 2021 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 920 000 ლარი. 172 საკონკურსო ნამუშევრიდან დაფინანსდა 42 პროექტი.
2022 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 660 422 ლარი. 228 საკონკურსო ნამუშევრიდან დაფინანსდა 30 პროექტი.
2023 წელს კონკურსისთვის გამოყოფილი 821 554 ლარით 155 საკონკურსო ნამუშევრიდან დაფინანსდა 48 პროექტი.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს. თითოეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენა. შესაძლოა უპირატესობა მიენიჭოს პროექტს, რომლის დაფინანსების შესაძლებლობასაც არ ითვალისწინებს „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ რომელიმე სხვა ქვეპროგრამა.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 7 მარტიდან 2024 წლის 18 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში; მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით - info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით; ტელ.: 032 2 022229 ან 599 25 21 88, სამუშაო საათების განმავლობაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი - https://cutt.ly/RwM9pRNu
ფორმულარები - https://cutt.ly/bwM9aEls
საკონკურსო პირობები - https://cutt.ly/Lw1gH8v0
თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის