USD 2.6974
EUR 3.1595
RUB 3.3298
თბილისი
კუბის მთავრობა - აშშ-ის მიერ ვენესუელაზე განხორციელებული დანაშაულებრივი თავდასხმის შედეგად 32 კუბელი დაიღუპა
თარიღი:  235

კუბის მთავრობის განცხადებით, აშშ-ის მიერ ვენესუელაზე განხორციელებული თავდასხმის დროს მათი 32 მოქალაქე დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„შეერთებული შტატების მთავრობის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი თავდასხმის შედეგად 32 კუბელი დაიღუპა საბრძოლო მოქმედებებში, სამხრეთ ამერიკული ქვეყნის კოლეგების მოთხოვნით რევოლუციური შეიარაღებული ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მისიების შესრულებისას“, - განაცხადა კუბის მთავრობამ.

ჰავანამ დაღუპულთა პატივსაცემად 5 და 6 იანვარს ორდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ცნობისთვის, კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას კანელმა შაბათს X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში შეერთებული შტატების ქმედებები დაგმო და განაცხადა, რომ ეს იყო „სახელმწიფო ტერორიზმი მამაცი ვენესუელელი ხალხისა და ჩვენი ამერიკის წინააღმდეგ“.

ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის