USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
კრწანისის რაიონში, გრიგოლ ვოლსკის ქუჩის მიმდებარედ არსებული რეკრეაციული სივრცე დაასუფთავდა
თარიღი:  
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა კრწანისის რაიონში, გრიგოლ ვოლსკის ქუჩის მიმდებარედ არსებული რეკრეაციული სივრცე დაასუფთავეს. ტერიტორია სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ, კრწანისის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან ჯაფარიძემ.
„მოქალაქეებს მუდმივად მოვუწოდებთ, გავუფრთხილდეთ გარემოს, ნუ დავანაგვიანებთ ქალაქს, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ასეთი გამწვანებული ტერიტორიების სისუფთავეზე. დღეს დასუფთავების სამუშაოებში ჩართული იყო „თბილსერვის ჯგუფის“ 30 თანამშრომელი და 4 ერთეული სპეცტექნიკა“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.
სამშენებლო ნარჩენების განთავსების ობიექტი გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია ინერტული ნარჩენის გატანა. ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდზე - https://www.tbsg.ge
 
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის