USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
კრწანისის რაიონში ძველი სახურავის დემონტაჟი განხორციელდა
თარიღი:  532
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რუსთავის გზატკეცილი N14-ის ქანობიანი სახურავისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია სრულდება. სამუშაოების შესასრულებლად ბიუჯეტიდან 71 238 ლარია გათვალისწინებული.
 
ადგილზე უკვე განხორციელდა ძველი სახურავის დემონტაჟი, რომელიც ახლით ჩანაცვლდა. ამ ეტაპზე, კონტრაქტორი კომპანია წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაციას ასრულებს.
 
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე გაეცნენ
 
საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის