USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
კრწანისის რაიონში, N71 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა
Date:  496
კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ახლადრეაბილიტირებულ N71 საბავშვო ბაღს ეწვია.
გამგებელმა პატარებს სასწავლო-სააღმზრდელი წლის დაწყება საკრებულოში რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესა და საქართველოს პარლამენტის წევრ დავით კაჭარავსთან ერთად მიულოცა.
სააღმზრდელო წელს ბაღი სრულიად რეაბილიტირებული და საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი შენობით შეხვდა.
ბავშვები რაიონის მასშტაბით 12 საჯარო ბაღში მივიდნენ.
World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way