USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
კრწანისის რაიონში 40 გრძივი მეტრი გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
თარიღი:  606
ღოღობერიძის N 36-ში 40 გრძივი მეტრი გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. დატბორვის თავიდან ასაცილებლად, ამავე ქუჩაზე, 210 გრძივი მეტრი სანიაღვრე კოლექტორიც მოეწყო.
 
სამუშაოების ჯამური ღირებულება 700 000 ლარზე მეტია. ტერიტორიაზე ასევე ჩატარდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო, უახლოეს მომავალში კი იგეგმება ასფალტის საფარის დაგება.
 
დასრულებულ სამუშაოებს კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად გაეცნო.
 
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის