USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
კრწანისის რაიონის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ღოღობერიძის ქუჩაზე სანიაღვრე კოლექტორი ეწყობა
дата:  484
კრწანისის რაიონის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ღოღობერიძის ქუჩაზე სანიაღვრე კოლექტორი ეწყობა. პროექტი ძლიერი წვიმის დროს დატბორვების თავიდან ასაცილებლად ხორციელდება.
სანიაღვრე სისტემის მოწყობასთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს ხევის
გაწმენდის სამუშაოებიც.
სამუშაოებს ახორციელებს შპს „პალიტრა“ , რომელსაც 210 გრძივი მეტრი სანიაღვრე
კოლექტორის მოწყობა დაევალა. სამუშაოების სავარაუდო ფასი 400 000 ლარია.
ღოღობერიძის N 36-ში ასევე ეწყობა 40 გრძივი მეტრი გრუნტის დამჭერი კედელი, სამუშაოების ღირებულება 319 000 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე თბილისის მერის მოადგილე კახაბერ
გულედანი, კრწანისის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან და რაიონის
მაჟორიტარ დეპუტატთან საკრებულოში ლევან ჯაფარიძესთან ერთად გაეცნო.
Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати