USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
კრწანისის ისტორიულ ნაწილში, გრიგოლ ხანძთელის N18-ში მდებარე თბილისურ ეზოში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა
თარიღი:  428
კრწანისის რაიონის ისტორიულ ნაწილში, გრიგოლ ხანძთელის N18-ში მდებარე თბილისურ ეზოში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.
ამხანაგობის თავმჯდომარემ გამგეობას ძველი ჭიშკრის შეცვლისა და კარის მონტაჟის თხოვნით მიმართა. ამხანაგობას ასევე სურდა ეზოში მდებარე ხის კიბეების რეაბილიტაცია.
სამუშაოები "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში შესრულდა. ამიერიდან ხანძთელის N18-ში მდებარე ეზო ადგილობრივებისთვის გაცილებით უსაფრთხოა.
საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის