კრწანისის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, კრწანისის პირველი ჩიხი, N23-ის მიმდებარედ გზის გაფართოების სამუშაოები დაიწყო.
პირველ ეტაპზე განხორციელდა ძველი საყრდენი კედლის დემონტაჟი, რომლის ადგილზეც მოეწყობა გრუნტის დამჭერი კედელი, გაფართოვდება გზა და მთლიანად შეიცვლება სავალი ნაწილი.
სამუშაოებს შპს „ეი დი ეს ქონსთრაქშენი” ასრულებს. კრწანისის რაიონის ბიუჯეტიდან პროექტისთვის 120 000 ლარამდეა გათვალისწინებული.
მიმდინარე სამუშაოებს კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.