USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
კოსტავას N74-ში ავტოფარეხების ადგილას სკვერი მოეწყობა
თარიღი:  596
საბურთალოს რაიონის გამგეობა მერაბ კოსტავას ქუჩის N74-ში ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. სამუშაოების პირველ ეტაპზე, 10 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა, რომელთა ადგილზე დასასვენებელი და საპარკინგე სივრცე მოეწყობა.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მოხდა. აგრეთვე, სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და ჭები.
 
დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივებს საბურთალოს რაიონის გამგებელმა გიზო ვასაძემ და საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ გააცნეს.
საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის