USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
კორუფციის შესახებ ბრალდებების გამო, უნგრეთს ოფიციალურად ეთქვა უარი 1 მილიარდ დოლარზე ევროკავშირის დაფინანსებიდან
თარიღი:  657

უნგრეთს ოფიციალურად ეთქვა უარი 1 მილიარდ დოლარზე ევროკავშირის დაფინანსებიდან - ეს თანხა ბლოკმა გაყინა კორუფციის შესახებ ბრალდებების გამო.

ეს ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირმა 31 დეკემბერს, საღამოს დაადასტურა, არის პირველი ასეთი ზომა, რომელსაც ბლოკი თავისი წევრის მიმართ გაატარებს.

ბუდაპეშტს ჯერჯერობით ამ საკითხზე განცხადება არ გაუვრცელებია.

ეს ფული იყო ნაწილი უფრო დიდი თანხისა, 19 მილიარდი ევროსი - რომელიც ჯერ კიდევ 2022 წელს გაიყინა, როცა ბრიუსელმა "პირობითობის" პროცესის გატარება დაიწყო უნგრეთის მიმართ.

ამ პროცესით დაიბლოკა თანხების გამოყოფა ბრალდებების გამო, რომ უნგრეთის მთავრობამ დაარღვია საჯარო შესყიდვების წესები, ისევე, როგორც კონტროლის და გამჭვირვალობის ნორმები.

მას მერე ბუდაპეშტმა გაატარა რამდენიმე რეფორმა, რომლებმაც შესაძლებელი გახადა თანხების ნაწილის განბლოკვა - მაგრამ ამ ეტაპისთვის ბოლო თანხის გამოყოფისთვის დაწესებული ვადა 31 დეკემბერს გავიდა.

ეს ნიშნავს, რომ უნგრეთმა დაკარგა 1.04 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსება.

ევროპული კომისია ივლისში გავრცელებულ ანგარიშში წერდა, რომ უნგრეთი არ აკმაყოფილებს ევროკავშირის დემოკრატიულ სტანდარტებს, განსაკუთრებით პოლიტიკური დაფინანსების, ინტერესთა კონფლიქტის და მედიის თავისუფლების სფეროებში.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა წარსულში განაცხადა, ვიბრძოლებ თანხებისთვის, "რომლებიც ჩვენიაო".

"ისინი მუდმივად ცდილობენ წაიღონ უნგრელების ფული, სხვადასხვა გზით და მეთოდით" - თქვა ორბანმა დეკემბერში.

უნგრეთის ეკონომიკას პრობლემური პერიოდი აქვს, რაც ორბანზე ზეწოლას ზრდის 2026 წელს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების ფონზე.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის