კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტი ვიქტორ სანიკიძის დედა იყო. ის სახლში მკურნალობდა და ასევე კორონავირუსით ინფიცირებული და უვლიდა. როგორც თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გარდაცვლილ პაციენტს მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა ჰქონდა და გარდაცვალება ცხიმოვანი ემბოლიის განვითარებამ გამოიწვია.
კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის ძმა, მამა და დეიდა სტაციონარში არიან გადაყვანილი, თავად ვიქტორ სანიკიძე კი კარანტინში გადავიდა. კალათბურთელს ტესტირების შედეგად ვირუსი არ აღმოაჩნდა. მათი ინფიცირების წყარო ლენჯერს უკავშირდება.