USD 2.7128
EUR 3.1550
RUB 3.3271
Тбилиси
კორონავირუსის "ომები" - სახელმწიფოები სამედიცინო აღჭურვილობის გამო ერთმანეთს უპირისპირდებიან
дата:  958

კორონავირუსის მასშტაბური გავრცელება და სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტი გახდა მსოფლიო ისტერიის მიზეზი, რომელმაც წამყვან სახელმწიფოებს შორის სერიოზული უთანხმოება გააჩინა.

ბრიტანული გამოცემები ავრცელებენ სკანდალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ შტატებიდან ჩინეთში გაგზავნილმა ჩინოვნიკებმა ნაღდი ანგარიშსწორებით, სამჯერ მეტი ფული შესთავაზეს ჩინელებს, რომლის შემდეგაც ნიღბებით სავსე თვითმფირნავები შანხაიდან აშშ-ში გააგზავნეს.

ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სახელმწიფოს ჰქონდა მცდელობა, რომ შეეძინათ ერთჯერადი ხელთათმანები და ნიღბები, თუმცა ეს განზრახვა წარუმატებლად დასრულდა დეფიციტისა და მომატებული ფასების გამო.

მსოფლიოს წამყვანი მედიასასუალებები აქვეყნებენ სტატიებს "პანიკით" შეპყრობილ მთავრობებზე, რომელთაც ადანაშაულებენ იმაში, რომ იყენებენ აკრძალულ მეთოდებს სასურველი პროდუქციების შესაძენად - ბრძოლის ტაქტიკა მერყეობს ექსპორტის დაბლოკვის და ჯაშუშების შეგზავნის დიაპაზონში, რათა შეიძინონ ტესტები და შესაბამისი სამედიცინო ატრიბუტები.

თურქეთი უფრო შორს წავიდა და არათუ ექსპორტი დაბლოკა, არამედ შეკვეთილი და უკვე შეძენილი პროდუქცია დანიშნულების ადგილმდე არ გააგზავნა.

ბელგიური და იტალიური მედიის ინფორმაციით, თურქეთმა ზემოხსენებულ ქვეყნებში შეაჩერა სამედიცინო აღჭურვილობის გაგზავნა.

იტალიაში კი ერთხელ უკვე შეთანხმებული პირბადეების მარაგის მიღებისთვის მორიგი სატელეფონი ზარი გახდა საჭირო ჯუზეპე კონტისა და ერდოღანს შორის.

ჩინეთი კი, რომელიც ნიღბების ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია, დადანაშაულებულია მიწოდების შეფერხებასა და დაბლოკვაში- ჩინეთიდან იტალიისთვის ჩეხეთის გავლით გაგზავნილი სამედიცინო ტვირთი საეჭვო გარემოებებში იქნა დაკავებული და გაუჩინარებული.

რაც შეეხება წამლების დეფიციტს - ამერიკის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, რომ ჰიდროქსიქლოროქინი ეფექტურია კორონავირუსთან ბრძოლაში, ინდოეთმა შეაჩერა აღნიშნული პრეპარატის ექსპორტი ყველა ქვეყანაში. ისრაელმა კი კორონავირუსის ტესტები მხოლოდ მოსადის დახმარებით შეიძინა. შექმნილი ისტერიის ფონზე აგრეთვე გერმანიაც ადანაშაულებს შტატებს იმაში, რომ ოფიციალური ბერლინისთვის გამზადებული 200 000 ნიღაბი წართმეუული იქნა ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ გერმანიისთვის დაამზადა. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული მოვლენა არის პირატული აქტი. უწყების თანახმად, პარტნიორ სახელმწიფოებს გლობალური კრიზისის დროსაც კი არ ექცევიან ამგვარად.

Тбилиси
ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონი, მე-4 კვარტლის N57 კორპუსის მიმდებარედ მოსასვენებელი სივრცე განახლდა
ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მრ, მე-4 კვ, N57 კორპუსის მიმდებარედ მოსასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა
პროექტის მიხედვით, 300 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდა. დამონტაჟდა საბავშვო-გასართობი ატრაქციონის კომპლექტი. მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, სარწყავი სისტემა და ელექტრო გაყვანილობის ქსელი. დაიდგა მოსასვენებელი სკამები და ნაგვის ურნები.
განხორციელებული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 45 000 ლარი დაიხარჯა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати