USD 2.7064
EUR 3.1321
RUB 3.3255
თბილისი
კორონავირუსი ონლაინ რეჟიმში
თარიღი:  1260

Worldometers.info - ინტერნეტ საიტია სადაც ონლაინ რეჟიმში შეგიძლიათ იხილოთ სტატისტიური მონაცემები კორონავირუსის გავრცელების, დაინფიცირებულთა, გამოჯანმრთებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ.

საიტი შეიქმნა 2004 წლის 3 სექტემბერს და აქ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მონაცემები დედამიწის მოსახლეობის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, ენერგიის მოხმარების და საზოგადოების მიერ მოხმარებული ან შეძენილი სხვადასხვა ნივთების შესახებ. მონაცემების განახლება ხდება რეალური დროის რეჟიმში.

მონაცემები კორონავირუსის შესახებ რეალურ რეჟიმში:

https://www.worldometers.info/coronavirus/?fbclid=IwAR1oFmUR0WPF44WhwuIdWTWkk-AoOs7LSPy2OVLZH_zRDsa8xMUBXrvnOhw 

 

ეკნონომიკა
2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8 პროცენტით ნაკლები) 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.0 პროცენტით ნაკლები).

საქსტატის განმარტებით, ნებართვების 70 პროცენტზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 45.3 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 10.8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 9.8 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 6.7 პროცენტი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.

„აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 475.2 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7 პროცენტით მეტი) 2 452 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6 პროცენტით ნაკლები). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 34.8 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.7 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 9.1 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე“, - აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის

JNX WAS HERE ❤️❤️