USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
„კორონავირუსი ჰაერში რამდენიმე საათი, ხოლო ზედაპირებზე დღეების განმავლობაში ძლებს“- მეცნიერების დასკვნა
თარიღი:  935

ახალი კვლევის თანახმად, კოვიდ 19-ის ვირუსულ ნაწილაკებს ჰაერში რამდენიმე საათის, ხოლო გარკვეული ნივთების ზედაპირზე დღეების განმალობაში შეუძლია, გაძლოს.

ამერიკის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერთა თქმით, ადამიანები კოვიდ 19-ის ნაწილაკებით შესაძლოა უკვე ჰაერწვეთოვანი გზით დაავადნენ. მათი აზრით, ინფიცირების დიდი რისკია აგრეთვე ამა თუ იმ დაბინძურებული ნივთების ზედაპირზე ხელის შეხების შემთხვევაშიც. ამის შესახებ ინფორმაციას REUTERS-ი ავრცელებს.

გამოკვლევების შედეგებმა აჩვენეს, რომ ვირუსული ნაწილაკები, რომლებიც ჰაერში გამოიყოფა მაშინ როდესაც ადამიანი ახველებს ან აცემინებს, ისინი დასაინფიცირებლად 3 საათის განმავლობაში ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას. პლასტმასსა და უჟანგავი ფოლადის მასალაზე ვირუსი სიცოცხლისუნარიანია სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. კოვიდ 19-ის დამაბინძურებელი ნაწილაკები მუყაოს მასალაზე 24 საათის მანძილზე ბინადრობენ, ხოლო სპილენძზე კი 4 საათს ძლებენ მხოლოდ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით, რომელიც ჩინეთიდან გავრცელდა მთელს მსოფლიოში დაინფიცირების 219 357 , ხოლო გარდაცვალების კი 85 745 შემთხვევაა.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის