USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
კონტრაქტორთან დავაში იურისტების დაქირავებაზე წყალმომარაგების კომპანია ₾2 მლნ-ს დახარჯავს
თარიღი:  540

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 2024 წლის განმავლობაში უპასუხისმგებლო კონტრაქტორთან საარბიტრაჟო დავაში იურისტების დაქირავებაზე 2 მილიონ ლარს დახარჯავს - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა.

საქმე ფოთის წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის რეაბილიტაციის ტენდერს უკავშირდება, რომელშიც 2017 წელს ნიდერლანდებში რეგისტრირებულმა საინჟინრო კომპანია Tahal Group BV-იმ გაიმარჯვა. ხელშეკრულების ღირებულება 35.3 მილიონი დოლარი იყო და მის ფარგლებში კომპანიას სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის 31 ივლისს უნდა დაესრულებინა. პროექტი აზიის განვითარების ბანკის კრედიტით ფინანსდებოდა.

თუმცა, კომპანიის დაბალი პროგრესის გამო, მასთან ხელშეკრულება შეწყდა, ხოლო დავა წინასწარ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, საერთაშორისო არბიტრაჟში დაიწყო. თუმცა საჯაროდ უცნობია, რამდენი მილიონის კომპენსირებას ითხოვს საქართველოს სახელმწიფო ჰოლანდიური კომპანიისგან.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანახმად, მათ აღნიშნულ დავაში წარმომადგენლობისთვის საერთაშორისო იურიდიული კომპან ია Hogan Lovells-ი დაიქირავეს, სწორედ მას უნდა გადაუხადოს კომპანიამ წელს 2 მილიონი ლარი Tahal Group-ის მიერ გაფლანგული მილიონების დაბრუნების მიზნით.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის