USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
კონსტანტინე პეტრიაშვილი და დავით ჭეჭელაშვილი 20-წლამდელთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
თარიღი:  1020

იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ) და დავით ჭეჭელაშვილი (79 კგ) ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ. ორივე მათგანმა საკუთარი მეტოქე 10:0 დაამარცხა და ტურნირი დამსახურებულად მოიგო.

ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

საზოგადოება
დღეს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის