USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
კონსერვაციის სექციის ხელმძღვანელის, ტარიელ კიპაროიძის მოსაზრება ტიმოთესუბნის სპილენძით გადახურვასთან დაკავშირებით
თარიღი:  1061

ტიმოთესუბნის ცნობილი ფრესკებიანი ეკლესიის სახურავად, როგორც ხანგრძლივად საიმედო წყალგაუმტარი მასალა სპილენძი გამოვიყენეთ . აუთენტიკური არ არისო და არ უნდა გადაგეხურათო სპილენძით. ჩივიან ხელოვნებადმცოდნეები. სამართლიანია ჩივილი?

გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის ექსპერტთა ჯგუფის პასკვილის პასუხად

საკითხი ეხება კედლის მხატვრობით სახელგანთქმულ ძეგლს ტიმოთესუბანს. ამჯერად საჭიროდ არ ვთვლი ვრცელი პასუხი გავცე ცენტრის ექსპერტთა ჯგუფის მიერ უკადრის, ტენდენციურ და რბილად რომ ვთქვათ ტიმოთესუბნის ტაძრის კონსერვაციის გრძელვადიან პრევენციული მიდგომების უარმყოფელთ. გრძელვადიანი პრევენციისა უპირველესად კედლის მხატვრობის დასაცავად რომ გამოიყენება. ამისთვის ვფიქრობ საკმარისიც კია პასკვილიდან მცირე ამონარიდს გავეცნოთ. აი ისიც “სამწუხაროდ ეს დასკვნები და რეკომენდაციები საერიბილიტაციო პროექტში(და შემდგომ მის შესაბამისად ჩატარებულ სამუშაოებში) არ იქნა გათვალისწინებული. შერჩეული იქნა მეთოდოლოგიურად მიუღებელი გადაწყვეტა, რომელმაც სრულიად შეცვალა ეკლესიის გარე სახე, ზიანი მიაყენა ავთენტურ საშენ მასალას და შექმნა როგორც თვით შენობის, ასე მისი კედლის მხატვრობის შემდგომი დაზიანების რისკი.” პირდაპირ და პრინციპულად ვამბობ როგორც ერთი რესტავრატორი-არქიტექტორი: ყველგან, სადაც სატაძრო კედლის მხატვრობა გაგვაჩნია, დაზიანების და წყალჩაჟონვის რისკები გაზრდილია. მრავალგზის რესტავრირებული, მრავალ გზის ლორფინის საკერებლით დაკერებული სახურავი ძველთაგანვე პერმანენტული უშედეგო რემონტებითაა გაჯერებული.საჭიროა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ რომ მე14- მე15 საუკუნეებიდან საქართველოში ხუროთმოძღვრების ხელოვნება და მეტადრე სამშენებლო ტექნოლოგია დაქვეითებულია, ამაზე ხომ ისტორიული ნარატიული წყაროებიც მიგვითითებენ. ვერ ვასახელებთ ერთ ძეგლს მაინც სადაც ისეთი წარმატებით არის შესრულებული ლორფინის რემონტი რომ მას 15-20 წლის შემდეგ ისევ ძირეული რემონტი არ დასჭირდა ძველად და ჩვენ დროსაც. განმეორებითი და განმესამებითი უშედეგო რემონტების სამწუხარო ფაქტები კი მრავალია, თუნდაც სვეტიცხოველში. სწორედ ეს პრაქტიკულად გამოუსწორებელი მდგომარეობა ზრდის წყალჩაჟონვის რისკებს და არა ლორფინზე გადაკრული ნებისმიერი ფერადი მეტალი, იგი ხომ არსებითად პროტექტორია მთლიანად ტაძრისა. ღვთის გულისათვის, მიპასუხეთ: როდესაც არჩევანის წინაშე დგებით, შევუნარჩუნოთ ძეგლს პატინირებული ლორფინის რისკების შემცველი საბურავი თუ გრძელვადიანად შეუქმნათ ძეგლს იმგვარი პროტექტორი რომ თუნდაც გარკვეული დროით თვალსაწიერს მოაკლდეს ბაზალტის ბურული და სამაგიეროდ გადავარჩინოთ მაღლაკელისა და დამიანეს მაღალმხატვრული ნაწარმოებები? რომელ მხარეზე ირჩევთ დადგომას ექსპერტთა ჯგუფო!? ძვირფასო მონაწილე ინსტიტუტელებო, ნუთუ თქვენ გგონიათ რომ მხოლოდ თქვენში იწვევს აღტაცებას, დადებით ემოციებს ყბადაღებული აუთენტიკა? და გამოხატავთ სიძველისადმი პატივისცემას? თქვენ დამეთანხმებით აუცილებელი არ არის ხელოვნებათმცოდნე იყო რომ დააფასო აუთენტიკური ძეგლების განუზომელი მნიშვნელობა,დაიცვა და ადიდო მაღალი ხელოვნება(ჰიუგო, მერიმე, გამსახურდია, გალაქტიონი, ნიშნიანიძე, რამდენი შეიძლება ჩამოვთვალოთ…მათ ძეგლთა ბადალი ძეგლები შექმნეს, მაღალმხატვრული ნაწარმოებებით უმღერეს ძეგლებს,მათ განუზომელად დიდი სამსახური გაუწიეს კულტურული მემკვიდრეობას.)არავის მოეთხოვება გალაქტიონობა მაგრამ როდესაც ხელოვნების ძეგლი რისკების ქვეშაა,რატომ უარყოფთ უაპელაციოდ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ გრძელვადიან პრევენციულ სტრატეგიას რომელსაც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან UNESCO წაახალისებს, ხოლო უკანაპლანზე აყენებს წამდაუწუმ ინტერვენციებს (ფაქტიურად ხომ ყოველი ოპერაცია და ამპტუაცია აზიანებს სხეულს) ჩარევებს ჩვენ ვამჯობინებთ სტერილურ ლორფინზე გადაკრულ სპილენძს (მეთერთმეტე საუკუნეში გამოიყენებოდა ტყვიის ფურცლები) რომელიც დაჟანგვის შემდეგ მოყავისფეროა და ზოგადად ძლიერ უახლოვდება ლორფინის იერსახეს, პატინირებული სქელი სპილენძი სრულიადაც არ იქნება უცხო მოვარდისფრო ტიმოთესუბნის ტაძრის სხეულზე, დაიცავს კი როგორც ტაძრის არქიტექტურას ასევე კედლის მხატვრობას! შინაარსით, არსებითად, ამგვარი პრევენციული მიდგომა იგივეა რაც წმინდა პეტრეს ტაძარში ხდება, მიქელანჯელოს პიეტას რომ იცავს კაცობრიობა აკრილის შუშის ჯავშნით. ჯავშნით რომელიც მართლა ხელს უშლის შედევრის აღქმას. მოითხოვეთ პიეტას მოეხსნას ჯავშანი! მოითხოვთ?

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის