USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
კომპანია, რომელიც რამოდენიმე სიცხიანი თანამშრომლის გამო დახურეს, ონლაინ კაზინოების პროვაიდერი „ევოლუშენ გეიმინგია“
Date:  1213

კომპანია, რომელიც ცოტა ხნის წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით დადგენილი შეზღუდვების შეუსრულებლობის გამო დახურა, ონლაინ კაზინოების პროვაიდერი „ევოლუშენ გეიმინგია“.

თანამშრომლები, რომლებსაც დღეს ტემპერატურა დაუფიქსირდათ, მარნეულის მცხოვრებლები არიან და სამსახურში გუშინდელ დღემდე დადიოდნენ.

„ჩვენ ჯერჯერობით ინფორმაცია საერთოდ არ გვაქვს, რატომ დაგვკეტეს და რა მოხდა, ვიცი, რომ გვყავდა მარნეულელი თანამშრომლები, რომლებიც გუშინდლამდე ჩვეულებრივ მუშაობდნენ და უახლესი მოვლენების გათვალისწინებით საფრთხეს შეიცავდა მუშაობა, მე ვისაც ვესაუბრე შენობაში, მითხრეს, სამთავრობო სამსახურებმა, ანუ ,სავარაუდოდ,საგამოძიებოს გულისხმობდნენ, დაგვხურეს, არაა უსაფრთხო გარემოო. გიდასტურებთ, რომ სიცხიანი თანამშრომელი აღმოაჩინეს, მაგრამ აქვს თუ არა „კორონავირუსი“ არ დადასტურებულა.

როგორც ადგილზე გავიგე ეს თანამშრომლები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია ,რატომ და რამდენი ხნით დავიკეტეთ არაა ცნობილი“,- განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

„მითითებები არავისგან ჯერჯერობით არ მიგვიღია, მეტიც დაკეტვას არ აპირებდნენ შემოიღეს, დისტანცირების წესები, რიგში თუ გასახდელში, საჭმელ თუ მოსაწევ ადგილებში გვეკრძალებოდა 1 მეტრზე ახლოს მიახლოება ერთმანეთთან და დღეს დახურეს საგამოძიებომ, თორემ თვითონ არ მიუღიათ ეგ გადაწყვეტილება, თავადაც ცოტა დაბნეულები იყვნენ. ერთადერთი გვითხრეს, წადით სახლში და დაელოდეთ ოფიციალურ განცხადებასო.

რაც შეეხება თვითიზოლაციას, თანამშრომელთა უმრავლესობამ დამოუკიდებლად მივიღეთ ეგ გადაწყვეტილება და ორი კვირით ვრჩებით სახლში“,- განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

society
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way