USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
„კოდას“ წარმოების დირექტორი: ქსელურ მარკეტებში - ყოველი ახალი გახსნილი მაღაზიის მოსაკრებელს ვიხდით ერთჯერადად 500-დან 3000 ლარამდე, რათა ამ ობიექტზე ჩვენი პროდუქცია გაიყიდოს
თარიღი:  731

ჩვენი გაყიდვების 80% მოდის ქსელურ მარკეტებზე, დისტრიბუციის მომსახურებას ჩვენს კომპანიას ჩვენვე ვუწევთ. პრობლემებს ვხედავთ იმაში, რომ წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში, - განაცხადა კომპანია „კოდას“ წარმოების დირექტორმა გიორგი ავალიანმა ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე საუბრისას.

მისი განმარტებით, კომპანიებისთვის ასევე პრობლემური და მძიმეა ის ერთჯერადი გადასახადი, რომელსაც ქსელური მარკეტები უწესებენ მათ ერთჯერადად მაღაზიის გახსნისას, რომ კომპანიის პროდუქცია მათ დახლებზე მოხვდეს.

„ე.წ. ქეშბექი, რომელიც განხილვის საგანია, წლიდან წლამდე მატულობს. დღევანდელი მოცემულობით დაახლოებით 22-25 %-მდე მერყეობს „ქეშბექი“ ქსელურ მარკეტებთან, არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად რომელიმეს, ზოგადად ბაზარზე ასეთი მდგომარეობაა. ჩვენი პროდუქციის გასაყიდი ერთეულის ღირებულების, ამასთანავე ყოველი ახალი გახსნილი მაღაზიის მოსაკრებელს ვიხდით ერთჯერადად 500, 1000, 2000 და 3000 ლარამდეც ადის, როცა ჰიპერმარკეტებს ვეხებით, ოღონდ შეიძლება ეს ქსელური მარკეტი გაფართოვდეს და 8 ან 10 ობიექტი გახსნას, შესაბამისად, 10-ჯერ მეტი თანხა მაქვს გადასახდელი მე, რათა ამ ობიექტზე ჩვენი პროდუქცია გაიყიდოს. შესაბამისად, აღნიშნული პრობლემად და გამოწვევად რჩება ჩვენთვის“,- განაცხადა გიორგი ავალიანმა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის