USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
კობახიძე: ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გვაქვს ძალიან ამბიციური ამოცანები, ჩვენი მიზანია, 4 წელიწადში 130 მლრდ ლარამდე გავზარდოთ ქვეყნის ეკონომიკა
Date:  610

ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის მიერ ნდობის გამოცხადება, გვაკისრებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას შემდეგი 4 წლის განმავლობაში, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, პირნათლად შევასრულოთ ჩვენი პროგრამა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თქმით, მთავრობა ახალი შემადგენლობით დღეს პირველად შეიკრიბა.

ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებს ქართველი ხალხისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადება მიულოცა და ყურადღება დაუთმო ქართველი ხალხის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების, დასახული ამბიციური გეგმების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობას.

„დღეს, როგორც მოგეხსენებათ, იმართება პირველი სხდომა, ახალი შემადგენლობით. პირველ რიგში, მინდა, ყველას მოგილოცოთ ქართველი ხალხისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადება, რაც გვაკისრებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას შემდეგი 4 წლის განმავლობაში, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, ჩვენი პროგრამა, რომელიც წარდგენილ იქნა პარლამენტისა და ქართული საზოგადოების წინაშე და ჩვენი ვალია, ჩვენი გეგმა, ჩვენი პროგრამა პირნათლად შევასრულოთ შემდეგი 4 წლის განმავლობაში.

ეს გეგმა არის ძალიან ამბიციური - ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გვაქვს ძალიან ამბიციური ამოცანები, ჩვენი მიზანია, 4 წელიწადში 130 მლრდ ლარამდე გავზარდოთ ქვეყნის ეკონომიკა. ტენდენციები არის ძალიან კარგი, გამოქვეყნდა რამდენიმე დღის წინ ეკონომიკური ზრდის მონაცემები საქსტატის მიერ და ოქტომბერში, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო საარჩევნო თვე და როგორც მოგეხსენებათ, არჩევნებთან დაკავშირებულია ხოლმე გარკვეული შიშები, ამის მიუხედავად, ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 11 %, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი დაუბრუნდა ორნიშნა ნიშნულს, ჩვენ გვაქვს ზუსტად 10 %-იანი ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წლის პირველი 10 თვის მონაცემებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, ვინარჩუნებთ არსებულ ტემპსა და ტენდენციას და ამის შენარჩუნება ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.

სწორედ, ამ ტემპით ჩვენ შევძლებთ, მივაღწიოთ დასახულ მიზანს და 130 მლრდ ლარამდე, მინიმუმ, გავზარდოთ ქვეყნის ეკონომიკა შემდეგი 4 წლის განმავლობაში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, გაიზრდება ქვეყნის ბიუჯეტიც. შარშანდელი ბიუჯეტი თუ იყო 28 მლრდ ლარი, 4 წელიწადში ჩვენი ბიუჯეტი იქნება 40 მლრდ ლარზე მეტი და ეს ყველაფერი მოგვცემს ბევრად უფრო მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას, მოსახლეობაზე ზრუნვის საშუალებას, ესეც არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი“, - განაცხადა პრემიერმა.

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way