USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Тбилиси
კლინიკების ასოციაცია პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს
дата:  1169

საქართველოს კლინიკების ასოციაცია პრემიერ- მინისტრს ღია წერილით მიმართავს, ურჩევს ინფიცირებულთა სამკურნალოდ სამხედრო ექიმები დაიხმარონ და საველე ჰოსპიტლები მოეწყოს.

ამის შესახებ "თბილისი პოსტს" კლინიკების ასოციაციიდან აცნობეს.

"ფაქტობრივად მიმდინარეობს მე-3-ე მსოფლიო ომი, ვებრძვით ,,ბიოლოგიურ იარაღს” ვირუსის სახით; კლინიკები პაციენტებს ვერ იტევს; სასწრაფო დახმარების მანქანები რიგებში დგანან; ხშირია დაგვიანებული და გართულებული შემთხვევები; პაციენტებს კლინიკის კოლიდორებში უწევთ დაყოვნება; მედპერსონალის დეფიციტია; ჯანდაცვის მესვეურთა სიჯიუტეს და დისკვალიფიკაციას მდგომარეობა კოლაფსამდე მიყავს; დააკვირდით ჩემი კოლეგების გადაღლილ თვალებს! არსებული სიტუაციის განტვირთვა შესაძლებელია: 1) დროულად დავიხმაროთ სამხედრო ექიმები, სამხედრო მედდები, სამხედრო სან-ინსტრუქტორები, სანიტრები და მაშველები; 2) დიდი კლინიკების მიმდებარედ დროულად გავშალოთ სამხედრო საველე ჰოსპიტლები (ლაზარეთები), სადაც ვაწარმოებთ პაციენტთა ტრიაჟს და მოვახდენთ ნაწილობრივ ჰოსპიტალიზაციას. შედეგად მივიღებთ მყისიერ ეფექტს: 1) განიტვირთება კლინიკები; 2) სამხედრო საველე ჰოსპიტლებში სამოქალაქო მედპერსონალს ჩაანაცვლებს სამხედრო სამედიცინო სამსახურის მედპერსონალი; 3) მოიხსნება სასწრაფო მანქანების რიგები და გაიზრედება მათი ოპერატიული მოქმედება; 4) მძიმე და საშუალო პაციენტები შეუფერხებლად განთავსდებიან სტაციონარში; 5) მსუბუქი (მაგრამ საყურადღებო) პაციენტები დარჩებიან სამხედრო საველე ჰოსპიტლებში; 6) უსიმპტომო პაციენტები განთავსდებიან სასტუმროებში ან მიეცემათ რეკომენდაციები სახლის პირობებში; 7) პანიკაში ჩავარდნილი მოსახლეობის დიდი ნაწილი განთავისუბლდება ფსიქო-ემოციური სტრესისაგან.

მოგიწოდებთ ზემოხსენებული რეკომენდაცია დროულად გაითვალისწინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოიმატებს ფატალური შედეგები, ამავე დროს დღეისათვის არსებული ადამიანური რესურსი ასეთ მძიმე დატვირთვას ვერ გაუძლებს.

ექიმები, ექთნები და სანიტრები 24 საათის განმავლობაში, ზოგიერთ შემთხვევაში, კი გადაბმულად 48 და 72 საათი თავგანწირულ შრომას ეწევიან, ბოლო თვეების განმავლობასი გაუსაძლისია მათი ყოფა. ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე პრემიების გაცემის საშუალება სამწუხაროდ არ არის, მაგრამ მომაკვდინებელი ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პერსონალი, იქნებ საშემოსავლო გადასახადებიდან მაინც გავანთავისუფლოთ.

ბატონო პრემიერო, კლინიკებში შექმნილი მძიმე ვითარების, უკეთ გაცნობის მიზნით, მოგიწოდებთ, მივიდეთ და ერთი დღე გავატაროთ ექიმებთან ერთად სტაციონარში, ადგილზე იხილავთ რეალურ სურათს.

სამწუხაროდ არსებობენ ერთეული, ხელმოცარული “სირცხვილის” პოლიტიკოსები, ექიმების მიმართ არაადეკვატური გამონათქვამებით, მაგრამ შექმნილი მძიმე ვითარების გამო პოლიტიკურ მოვლენებზე “ხელის შეწმენდა” არამართებულად მიგვაჩნია, სამწუხაროდ, მეტი წილი ბრალეულობა ჩამოქცეულ ჯანდაცვის სისტემაზე და არაკომპეტენტურ მენეჯმენტზე მოდის. ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებების განხორციელების დროა, სისტემაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კადრების შერჩევა პროფესიული ნიშნით აკადემიური წრიდან. დამერწმუნეთ, დღეს “პეპერობანას” თამაშის დრო არ არის. ყოველდღე ადამიანები იღუპებიან. ყოველდღე 30–40 ოჯახი შავებით იმოსება”,- აღნიშნულია ღია წერილში, რომელსაც ხელს საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი, ვილი პაჭკორია აწერს.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати