USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
კიკეთში 1000 კვ.მ. ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო
თარიღი:  408
კიკეთში, 26 მაისის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა.
 
მთაწმინდის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 1000 კვ.მ. ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება შეფერხებით უწევდა, საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი
კეთილმოწყობილიინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.
 
სამუშაოებისთვის მთაწმინდის რაიონის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 120 000 ლარი გამოიყო.
ინფრასტრუქტურული პროექტი შპს „პარმამ“ განახორციელა.
საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის