USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
კიევმა უარყო აშშ-ის მოთხოვნა, გაიყვანოს ჯარები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან
თარიღი:  1608

ბერლინში გამართულ მოლაპარაკებებზე აშშ-მა უკრაინას დონბასის ტერიტორიებზე უარის თქმა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Agence France-Presse (AFP) მოლაპარაკებების პროცესთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს თქმით, ვაშინგტონის პოზიცია ეფუძნება მოსაზრებას, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს „ეს ტერიტორია უნდა“.

თუმცა, კიევმა უარყო აშშ-ის მოთხოვნა, გაიყვანოს ჯარები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან.

„ცოტა უცნაურია, რომ ამერიკელები ამ საკითხში რუსეთის პოზიციას იკავებენ“, - განუცხადა AFP-ს წყარომ.

ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მონაცემებით, ამჟამად რუსეთი აკონტროლებს ლუგანსკის ოლქის თითქმის მთელ ტერიტორიას და დონეცკის ოლქის დაახლოებით 80%-ს.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი, ადრე აცხადებდა, რომ მთლიანად დონბასი „ადრე თუ გვიან“ რუსეთის კონტროლის ქვეშ იქნება - „თუ არა მოლაპარაკებების გზით, მაშინ სამხედრო გზით“.

თავის მხრივ, უკრაინის ლიდერმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობის საკითხი რეფერენდუმზე უნდა გადაწყდეს.

ორშაბათს, ბერლინში აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები გაიმართა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის