USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
კიბოსთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა ლურჯად და ნარინჯისფრად განათდა
дата:  554

4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ღირსშესანიშნაობების მსგავსად, თბილისის სატელევიზიო ანძა ლურჯად და ნარინჯისფრად განათდა.

თბილისის მერიის ცნობით, ამ დღის მიზანია კიბოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, რათა ყოველწლიურად, ლეტალობის მილიონობით შემთხვევა იქნას თავიდან არიდებული.

ამ დღის აღნიშვნის იდეა კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირს (UICC) ეკუთვნის. ორგანიზაცია ხელისუფლებებსა და ხალხს მოქმედებისკენ მოუწოდებს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის გადასარჩენად. კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის დევიზია „ერთად აღმოვფხვრათ ხარვეზები“.

თბილისის მერია სხვადასხვა პროგრამის განხორციელებით მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობაში კიბოს გავლენის შემცირებას. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით, დაავადებათა სკრინინგის, ძვლის ტვინის გადანერგვის (ე.წ. ლეიკემიის) ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტებისა და სამედიცინო საჭიროებების დაფინანსების პროგრამებს ახორციელებს.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2023 წლის ბიუჯეტი ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით 27 160 600 ლარს შეადგენს.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати