USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
კიაზო ნადარეიშვილი - 14 წლის ვუნდერკინდი
Date:  1171

14 წლის ვუნდერკინდმა საჯარო ლექცია წაიკითხა - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო საჯარო ლექცია-დისკუსიების ციკლი ნიჭიერი მოსწავლეებისა და სტუდენტების ჩართულობით.

2023 წლის 5 აპრილს პირველი საჯარო ლექცია წაიკითხა გამორჩეულად ნიჭიერმა მოზარდმა, ბრიტანულ-ქართული აკადემიის მე-8 კლასის მოსწავლემ კიაზო ნადარეიშვილმა, რომელმაც სალექციო თემად უფროსთათვისაც კი არცთუ ადვილი პრობლემის – „განათლების სისტემის განვითარების ეტაპები და არსებული გამოწვევების“ განხილვა აირჩია.

პატარა ვუნდერკინდმა ისაუბრა განათლების სისტემის ჩამოყალიბების საწყისებზე ძველი წელთაღრიცხვიდან მოყოლებული თანამედროვეობამდე, მიმოიხილა ძველი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საერო და სასულიერო სასწავლო კერების სწავლების მეთოდები, ხარისხი, გამოყენების შესაძლებლობები, იმსჯელა სწავლებისა და განათლების როლზე კაცობრიობის ისტორიაში.

პატარა პრეზენტატორმა საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის მიხედვით ისაუბრა პრიორიტეტებზე, გამოწვევებსა და საფრთხეებზე; შესაძლებლობებზე, რომლებიც მას რეგიონული ალიანსის მთავარ მოთამაშედ გახდის. საინტერესოა, რომ ამ პრობლემაზე მსჯელობისას, მას არგუმენტებად სათანადო და კარგად შერჩეული ამონარიდები მოჰყავდა სსუ-ს რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის მონოგრაფიიდან „მშვიდობის ქართული პარადიგმა“.

კიაზო გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდაა. მის თითოეულ ნაფიქრში,  თითოეულ წინადადებაში იგრძნობა განათლების სიღრმე ნებისმიერი სამეცნიერო მიმართულებით. კიაზოს გამორჩეულობა მისი აზროვნების მასშტაბურობაა. მისი ხედვა მსოფლიოს გეოპოლიტიკური მოწყობის, მართვის, კონფლიქტების თუ მათი დარეგულირების შესახებ, ბევრ ზრდასრულ ადამიანს დაამშვენებდა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ საინტერესო მოხსენებისთვის მადლობა გადაუხადა პატარა მეგობარს და აღნიშნა: „კიაზომ, როგორც სკოლიდან, ასევე სხვადასხვა წყაროდან, დააგროვა დიდი ცოდნა, რამაც განაპირობა მისი ხედვის ჩამოყალიბება. ის არის უკვე ჩამოყალიბებული,  სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდა და მინდა მადლობა გადავუხადო მის მშობლებს და ბრიტანულ-ქართულ აკადემიას ასეთი გონიერი, პატრიოტი და ქვეყნისთვის სასახელო შვილის აღზრდისთვის“.

დასასრულს, სსუ-ს რექტორმა პატარა მეცნიერს საგანგებო სიგელები გადასცა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს განათლების მეცნიერების აკადემიის სახელით.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way