საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მე-12 ადგილზე გავიდა.
ინფორმაციას ამის შესახებ პარიზული კლუბი ავრცელებს.
შეგახსენებთ, გასულ სეზონში კვარაცხელიამ პსჟ-სთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფა-ს სუპერ თასი მოიგო.
ხვიჩამ 2023 წელს "ოქროს ბურთის" ნომინანტთა შორის მე-17 ადგილი დაიკავა.
2025 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.