USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება - ქვეყნის მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი
თარიღი:  755

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, საგამოცდო სამზადისი დასრულებულია და ქვეყნის მასშტაბით არსებული 22-ვე ცენტრი გამოსაცდელების მისაღებად მზადაა.

თბილისის 177-ე საჯარო სკოლაში, სოფიო გორგოძის ხელმძღვანელობით, მედიის წარმომადგენლებისთვის ღია კარის დღე მოეწყო და მათ საგამოცდო პროცესის პროცედურები გააცნო.

2022 წლის გამოცდები 4 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. საქართველოს მასშტაბით გახსნილი ცენტრები წელს დარეგისტრირებულ 90 000 ათასამდე გამოსაცდელს მოემსახურება.

რეგისტრაცია ოცდაორივე საგამოცდო ცენტრში ერთდროულად ზუსტად 08:00 საათზე, გამოცდა კი 09:00 საათზე დაიწყება. მეორე სესიაზე რეგისტრაციის დაწყების დროა 14:00 საათი, გამოცდის კი - 15:00 საათი.

"შეიძლება ითქვას, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების და სხვა გამოცდების დასაწყებად სრულ მზადყოფნაშია. ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში ყველა ჩვენი თანამშრომელი უკვე ადგილზე იმყოფება. გუშინ ყველა ტექნიკური მოწყობილების გამოცდა მოხდა. დღეს ყველა თანამშრომლის ჩართულობით, მთელი ამ საგამოცდო პროცესის ე.წ. მოდელირება გვაქვს - ჩვენ ამას გენერალურ რეპეტიციას ვუწოდებთ. ხვალ დილის 6 საათიდან საგამოცდო ცენტრები გაიხსნება და 8 საათიდან დილის სესიის აბიტურიენტებს, ხოლო 2 საათიდან შუა დღის სესიის აბიტურიენტებს ველოდებით," - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად, 2022 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადმინისტრირებას საერთო სამაგისტრო გამოცდას და სტუდენტთა საგრანტო კონკურსს უწევს, ასევე საგნის/პროფესიული უნარების/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდას წარმართავს.

ცენტრი ყველა გამოსაცდელს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ საგამოცდო ცენტრის მისამართის, თითოეული გამოცდის თარიღის, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დროისა და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია მითითებულია საგამოცდო ბარათზე. მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე გამოსაცდელი დროულად პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით გამოცხადდეს.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან.

წელსაც ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის