Google-ის ხელოვნური ინტელექტს "Bard"-ს ვთხოვეთ დაეწერა სტატია სათაურით - გასული კვირის მთავარი სპორტული მოვლენები მსოფლიოში. აი, რა მივიღეთ:
ფეხბურთი
ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატში მანჩესტერ სიტიმ ასტონ ვილას ანგარიშით 3:1 მოუგო. ამან "სიტის" საშუალება მისცა გაზარდოს უპირატესობა ლივერპულთან შედარებით 11 ქულამდე.
ესპანურ პრიმერაში მადრიდის "რეალმა" ატლეტიკო 2:0 დაამარცხა. ამან რეალს საშუალება მისცა ასულიყო პირველ ადგილზე სატურნირო ცხრილში.
იტალიის სერია A-ში მილანმა ინტერს ანგარიშით 2:1 მოუგო. ამან მილანს საშუალება მისცა შეენარჩუნებინა ლიდერობა სატურნირო ცხრილში.
საფეხბურთო მატჩი მილანი - ინტერი
კალათბურთი
NBA-ში გოლდენ სტეიტ უორიორსმა ფილადელფია 76ers-ს ანგარიშით 112:108 მოუგო. ამან უორიორსს საშუალება მისცა კონფერენციის ფინალში გასულიყვნენ.
NBA-ში მილუოკი ბაქსმა ბოსტონ სელტიკსს 103:101 მოუგო. ამან ბაქსს კონფერენციის ფინალამდე მისვლის საშუალება მისცა.
ჰოკეი
NHL-ში ტამპა ბეი ლაითნინგმა ნიუ-იორკ რეინჯერსს ანგარიშით 5:2 მოუგო. ამან საშუალება მისცა Lightning-ს გასულიყო კონფერენციის ფინალში.
NHL-ში კოლორადოს ავალანჩმა 4-0 დაამარცხა ედმონტონ ოილერსი. ამან საშუალება მისცა ზვავს მიეღწია კონფერენციის ფინალში.
ჩოგბურთი
ავსტრალიის ღია პირველობაზე ქალთა ერთეულში რუსმა დარია კასატკინამ მოიგო. ფინალში მან ამერიკელ არმონ ტანს 6:3, 6:2 მოუგო.
ესპანელმა რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობაზე მამაკაცთა ერთეულში მოიგო. ფინალში მან ავსტრალიელ ნიკ კირგიოსს 7:6 (5), 5:7, 7:6 (5), 7:6 (4) მოუგო.
ფორმულა 1
Red Bull-ის მძღოლმა მაქს ვერსტაპენმა ფორმულა 1-ში ბაჰრეინის გრანპრი მოიგო. მან 2,5 წამით დაამარცხა ფერარის მძღოლი ჩარლზ ლეკლერკი.
ბაჰრეინის ფორმულა 1-ის გრანპრი
სხვა სპორტული ღონისძიებები
ნორვეგიელმა იოჰანეს კლებომ მოიგო თავისუფალი სტილით სპრინტში მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატზე. ქალთა თავისუფალი სტილით სპრინტში ნორვეგიელმა ტერეზა იოჰაუგმა მოიგო.
ბიატლონის მსოფლიო ჩემპიონატზე მამაკაცთა ინდივიდუალურ რბოლაში ფრანგმა მარტინ ფურკადმა მოიგო. ქალთა ინდივიდუალურ რბოლაში ნორვეგიელმა ინგრიდ ტანდრევოლდმა მოიგო.
იაპონელმა იუზურუ ჰანიუმ მოიგო ფიგურულ სრიალში მსოფლიო ჩემპიონატზე მამაკაცთა ერთეულთა ჩემპიონატი. იაპონელმა კაორი საკამოტომ მოიგო ქალთა მოციგურავეთა შეჯიბრი. ჩინელმა სუი ვენჯინმა და ჰან კონგმა მოიგეს წყვილი სრიალში. ყინულის ცეკვის კონკურსში გაიმარჯვეს ფრანგმა გაბრიელა პაპადაკისმა და გიომ სიზერონმა.
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.